in

მეცნიერებმა ნაწიბურებისგან განკურნების გზას მიაგნეს!

კვლევა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა!

ნაიარევები – ეს ის არის, რაც მოგონებების მსგავსად ყველას გვაქვს. ნაწიბურს რომ შეხედავ, შესაძლოა, თვალწინ დაგიდგეს ჩხუბი, ოპერაცია, ახალგაზრდული თავქარიანობა, ტრავმული ინციდენტი, სიკვდილის მოტყუება და სხვ. თუმცა ეს ნიშნები მხოლოდ კოსმეტიკური მოგონება არ არის, არამედ ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც პირვანდელი სახით არ აღდგება – დაზიანებულ ადგილას არ იზრდება თმა, არ გამოიყოფა ოფლი და მთლიანობაში, ის ვერ შეიგრძნობს გარემოს.

ასე რომ, უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ნაწიბურები სიკვდილისა და გადასახადების მსგავსად, ადამიანის არსებობის გარდაუვალი ნაწილია. თუმცა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ “გარდაუვალობის” წინააღმდეგ მიდიან – მათ ამ უჯრედების ფორმირების ახალი გზა აღმოაჩინეს. ის უჯრედს სხვა ტიპად გარდაქმნის, რომელსაც დაზიანებული ქსოვილის აღდგენა შეუძლიათ. შედეგი ნათელია თაგვებზე – აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, მათი ნაწიბურები აღდგა, თმამ ზრდა დაიწყო და გააქტიურდა ჯირკვლები და სხვა კრიტიკული სტრუქტურები.

“ეს ნამდვილად ინოვაციურია, ნაშრომის კითხვისას უბრალოდ გაოგნებული ვიყავი” ამბობს რადიკა ატიტი, Case Western Reserve-ის კანის ბიოლოგი, რომელიც კანის სტრუქტურას შეისწავლის. მან, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიგნება სამედიცინო განვითარების თვალსაზრისით… ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი პაციენტი მიდის პლასტიკურ ქირურგთან, ნაწიბურის მოსაშორებლად.

90-იანების დასაწყისში მაიკლ ლონგეიკერი პედიატრ ქირურგ მაიკლ ჰარისონთან ერთად მუშაობდა. ჰარისონმა გააკეთა ის, რაც ჯერ კიდევ უცნობი და წარმოუდგენელი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის – მან ოპერაცია გაუკეთა დაუბადებელ ტყუპებს და პრობლემის მოგვარების შემდეგ კვლავ საშვილოსნოში დააბრუნა. როდესაც ჩვილები დაიბადნენ, ქირურგიული ჩარევის ადგილას მცირედი სიწითლე აღენიშნებოდათ, თუმცა არანაირი ნაწიბური არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ექიმები დაინტერესდნენ, რატომ მოხდა ასე – ამის გარკვევა ლონგეიკერს დაევალა, რასაც ბოლო 30 წელი მოანდომა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი ძირითადად მხოლოდ ღეროვან უჯრედებზე იყო ფოკუსირებული. თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ფიბროლასტი, შემაერთებელ ქსოვილში ფართოდ გავრცელებული, ძირითადი, სპეციალიზებული უჯრედი, ძალიან დიდ როლს ასრულებს ნაწიბურების აღდგენის პროცესში. სწორედ ის ასინთეზებს და გამოყოფს უჯრედშორისი ნივთიერების ძირითად კომპონენტებს – პოლისაქარიდებს, კოლაგენის წინამორბედებს და ამასთან ერთად, ღეროვან უჯრედებს სიგნალებს უგზავნის, თუ სად უნდა მოხდეს ოფლის ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების გააქტიურება.

როგორც კვლევის ფარგლებში გაირკვა, ნაწიბურების წარმომქმნელი უჯრედი EPF ფიბრობლასტების სხვა პოპულაციიდან მომდინარეობს. “თუ ჯამში მოთავსებულ ჟელეს ჭრილს გაუკეთებ, ის არ გაიხსება. ამის საპირისპიროდ, ადამიანები მჭიდრო კანიანი არსებები ვართ – გამონაყარი და ჭრილობები თავის კვალს ტოვებს კანის ზედაპირზე. ეს საშვლისონოდან გასვლის შემდეგ ხდება… საშვილოსონოში კი, ჩვენი კანი ჟელატინისებრია” – აღნიშნავს მაიკლ ლონგეიკერი.

ასევე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიბროლბლასტი მეტ დაჭიმვასა და წნევასთან ერთად წარმოქმნის ცილას, სახელწოდებით YAP. მის წინააღმდეგ მეცნიერებმა ვერტეპორფინი გამოიყენეს, რომელიც აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ არის დამტკიცებული, თვალის დაავადების სამკურნალოდ, უჯრედებში მექანიკური სტრესის სიგნალის დაბლოკვით. მკვლევრებმა თაგვებს ანესთეზიის ქვეშ ქირურგიული ჭრილობები გაუკეთეს და ნაწიბურები დაუტოვეს. რის შემდეგაც ჭრილობაზე ვერტეპორფინიც გამოიყენეს.

მართალია, ამ ეტაპზე უცნობია, YAP-ის დამბლოკავ ვერტეპორფინს შეუძლია თუ არა, ჯანსაღი კანის აღსადგენად საჭირო ყველა სიგნალის გააქტიურება, თუმცა მისი დახმარებით, თაგვების თმის ფოლიკულებმა და ჯირკვლებმა გააქტიურება დაიწყო. “ვფიქრობ, ნამდვილად ღირს შემდეგ ეტაპზე გადასვლა და რამდენიმე კლინიკური გამოკვლევის ჩატარება” – ამბობს ლონგეიკერი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე კომპანია ცდილობდა ჭრილობების სამკურნალო თერაპიის კომერციალიზაციას, მაგრამ ვერც ერთმა მიაღწია ნაწიბურებისგან სრულად განკურნებას. თუმცა ლონგეიკერის თქმით, ვერტეპორფინმა შესაძლოა, ეს რეალობა შეცვალოს და სამუდამოს დაგვავიწყოს ნაწიბურების მუდმივი არსებობა.

რადიკა ატიტა აღნიშნავს, რომ ნაწიბურები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ნაიარევი. “თქვენ კარგავთ ოფლის გამომყოფ ჯირკვლებს, ნერვებს და სხვა კრიტიკულ სტრუქტურებს. ახლა ერთადერთი გამოსავალი კანის ნაჭრების შეთავაზებაა, მაგრამ მასში არაფერია – არც თმის ფოლიკულები, არც სისხლძარღვები და ნერვების დაბოლოებები. ასე რომ, ეს აღმოჩენა მართლაც საოცრად ამაღელვებელია”.

ასე რომ, შეგვიძლია, საბოლოოდ დავემშვიდობოთ ნაიარევებს!

რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი? 

„რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს