in

მეცნიერებმა რობოტ თევზებს ჯგუფურად ცურვა ასწავლეს!

ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს ავტონომიური მანქანების განვითარებაზე

თუ ოდესმე თევზების დიდ აკვარიუმში ყოფილხართ, ალბათ, არასდროს გიფიქრიათ, რომ სხვადასხვა ფერისა თუ ზომის არსებებს შორის რობოტი თევზიც იქნებოდა. ეს მართლაც შეუძლებელი იყო ახლო წარსულშიც კი, თუმცა ახლა მეცნიერებმა 3D პრინტერით შექმნილ თევზებს ჯგუფურად ცურვა ასწავლეს, რაც დიდ ინოვაციას წარმოადგენს სამომავლო ავტონომიური რობოტებისთვის.

შვიდ რობოტ თევზს, სახელწოდებით, Bluebots, სამი LED განათება და თვალების ნაცვლად ორი ფართოკუთხოვანი კამერა აქვს, რომელიც 3D ხედვაზე დაფუძნებულ კოორდინაციის სისტემას იყენებს. ასევე, Raspberry Pi, საკრედიტო ბარათის ზომის კომპიუტერი, და ინდივიდუალური ალგორითმი თევზს მიმართულებისა და მანძილის ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება – ისინი ნამდვილი თევზების მსგავსად სინქრონულად მოძრაობენ. თანაც, მრავალი რობოტული ფარფლის დახმარებით, რობოტ თევზს ყველა მიმართულებით გადაადგილება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ Bluebots-ს კომპლექსური ქმედებების გამოვლენის შესაძლებლობაც აქვს, როგორიცაა აგრეგაცია, დამოუკიდებლად ან ქაოტურად გადაადგილება. აქამდე მეცნიერებს ამ ტიპის მოძრაობის მიღწევა მხოლოდ 2D სიმულაციით შეეძლოთ. ჰარვარდის ჯონ ა. პოლსონის სახელობის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებისა და ვისის სკოლის გუნდებმა კი, რამდენიმე რთული ქცევის დემონსტრირება სამგანზომილებიან გარემოში შეძლეს.

როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, გამოგონებას ავტონომიური მანქანების პროგრესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – მისი სინქრონიზაციისა და კოორდინაციის საოცარი უნარის დახმარებით, საგრძნობლად შემცირდება საგზაო შემთხვევების რიცხვი.

მსოფლიო პრესის 2021 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჩრდილოეთის ციალი და ვულკანის ამოფრქვევა ერთ კადრში – Christopher Mathews-ს ნამუშევარი