in

მეცნიერებმა თერმულად ყველაზე მდგრადი მასალა აღმოაჩინეს – -269-დან 1126°C-მდე ტემპერატურაზე მისი მოცულობა არ იცვლება!

მისი გამოყენების არეალი ძალიან დიდია

ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს ის, რაც, შესაძლოა, თერმულად ყველაზე სტაბილური მასალა აღმოჩნდეს. ეს ახალი ნულოვანი თერმული გაფართოების (ZTE) მასალაა, რომელიც სკანდიუმის, ალუმინის, ვოლფრამისა და ჟანგბადისგან არის დამზადებული. საგულისხმოა, რომ -269-დან 1126°C-მდე ტემპერატურის ცვლილებებისას, იგი სტანდარტულ მოცულობას ინარჩუნებდა და არ განიცდიდა მატებას თუ კლებას.

როგორც ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერები აცხადებენ, ახლად შემუშავებული მასალა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ინჟინერიის სფეროში – ყველას სჭირდება ისეთი “ინსტრუმენტი”, რომელიც მრავალფეროვან თერმულ გარემოში შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ ამგვარი მასალის არსებობა კოსმოსურ ინჟინერიის თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. კოსმოსური ხომალდის შემადგენელი ნაწილები ძალიან დაბალ ტემპერატურას აწყდებიან ღია სივრცეში, გაშვებისას კი უკიდურესად მაღალს. ამის პარალელურად, ახალი მასალა ზუსტად იგივე მოცულობას ინარჩუნებს აბსოლუტურ ნულზეც და სითბოზეც.

გარდა ამისა, მასალის გამოყენება შეიძლება მედიცინის სფეროშიც – მაგალითად, სამედიცინო იმპლანტები, სადაც მოსალოდნელი ტემპერატურული დიაპაზონი დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მცირე თერმულმა გაფართოებამაც კი შეიძლება, კრიტიკული პრობლემები გამოიწვიოს.

აღსანისშნავია, რომ UNSW ჯგუფმა ეს აღმოჩენა მეტ-ნაკლებად შემთხვევით გააკეთა. მკვლევრები თავიანთ ბატარეასთან დაკავშირებულ კვლევებს ატარებდნენ, როდესაც შემთხვევით წააწყდნენ მასალას. მისი გაზომვის შემდეგ კი თერმული სტაბილურობის დაუჯერებელი ხარისხი აღმოაჩინეს. მოლეკულურ დონეზე, მასალები, ჩვეულებრივ, ფართოვდება, რადგან ტემპერატურის ზრდა პირდაპირ იწვევს ელემენტებს შორის ატომური ბმების სიგრძის ზრდას. ზოგჯერ კი ატომების ბრუნვას იწვევს, რის შედეგადაც უფრო ფართო სტრუქტურები წარმოიქმნება, რაც საერთო მოცულობაზე ახდენს გავლენას.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მასალა მალე ჩაეშვება ფართომასშტაბიან მოხმარებაში და მნიშვნელოვნად განავითარებს ბევრ სფეროს.

Apple სიმღერით გვეუბნება, რომ ჩვენი მომდევნო კომპიუტერი კომპიუტერი არ იქნება

ახალი კვლევა – “მალხენი აირი” დეპრესიისგან განკურნების საშუალებაა