in

რა როლი აქვს მეცნიერულ აზროვნებას შემოქმედებით ინდუსტრიაში?

შესაძლოა, ბრენდინგი ასტროფიზიკისგან საკმაოდ შორს იყოს, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით შემოქმედებითობასა და მეცნიერებაზე. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ლეონარდო და ვინჩის შეხედავთ, რომელიც გარდა იმისა, რომ გენიალური მხატვარი იყო, მეცნიერული აზროვნებითაც გამოირჩეოდა…. ორივე მათგანი კი ექსპერიმენტებს მოიცავს.

ხშირად გაუგებარია, რა არის შემოქმედება და რა არ არის მეცნიერება. თუმცა ზოგიერთი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ მეცნიერული აზროვნებაა სწორედ ის, რაც ბრენდებს წარმატებულს ხდის. 

მეცნიერების სუპერ ძალა

აქ სანდოობისა და შემოქმედებითობის ბალანსია მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ბრენდია წარუმატებელი, რადგან ადამიანებს, უპირველესად, კრეატიული ამბები უყვარდებათ და სტრატეგიას მის გასამართლებლად იყენებენ, იგი თავიდანვე სტრატეგიული იდეა არ არის. თუმცა მეცნიერულ პროცესებში ყოველთვის ვსვამთ კითხვებს: ეს მეთოდოლოგია გადაჭრის გამოწვევას? შევძლებ ამის დამტკიცებას? გვაქვს მტკიცებულება? მსგავსი კითხვები ჟღერდება შემოქმედებით ინდუსტრიაშიც, თუმცა აქცენტი უფრო მეტად იმაზეა, თუ რამდენად ეფუძნება ესა თუ ის საკითხი კონკრეტულ ინსაითებს.

ბრენდინგი აუდიტორიის გაგებას ეხება და მოითხოვს რაღაცებისთვის ისე შეხედვას, როგორც სხვები ხედავენ ან გრძნობენ და არა, განსჯას. კრეატიულ ინდუსტრიაში კი ახლა ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, რადგან უფრო ინკლუზიური დიზაინისა და მრავალფეროვნებისკენ მივისწრაფვით. ამიტომ, სამუშაოს შეფასება ობიექტური პერსპექტივიდანაა საჭირო. სხვაგვარად ნაკლებად რელევანტური იქნებით, რის გამოც მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი სწორედ მიკერძოებების შემოწმებაა.

კომპლექსური კავშირები

ნებისმიერი კვლევისას ლიტერატურის მიმოხილვა ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი აქტივობაა, თუმცა ასე ბევრს ვიგებთ იმ ხარვეზებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც კონკრეტული საკითხის გადაჭრისთვის ღირებულია. ამგვარად, მეცნიერული პროცესის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სწორედ სხვადასხვა სფეროდან ცოდნის მოძიება და ახალი გზების პოვნაა რაღაც საკითხებზე დასაკვირვებლად. 

მსგავსი მიდგომა შემოქმედებითი მუშაობისთვისაც გამოსადეგია — სამუშაოსთვის, რომელიც სრულად პასუხობს მოცემულ ბრიფს. იგი უნდა ეფუძნებოდეს სხვადასხვა სივრციდან რაღაცის წამოღების უნარს, რასაც ხშირად მნიშვნელოვან ინსაითებამდე მივყავართ.

როცა კომპლექსური კავშირების დანახვას იწყებთ, სხვადასხვა სექტორს, ტენდენციებს, კულტურასა და მინიშნებებს შორის ისეთი საკითხები იწყებს გამოჩენას, რომლებსაც სხვაგვარად ვერ ნახავდით… ხოლო, როცა განსხვავებული ინფორმაციებიდან ნიმუშების შედგენას იწყებთ, ეხება ეს მომხმარებელთა ქცევასა თუ სემიოტიკას, მეცნიერულ აზროვნებას მიმართავთ — ზუსტად ის არის, რაც სრულიად ახალი და გავლენიანი საქმისკენ გიბიძგებთ.

იყავით მომთხოვნი

დიდ იდეებს დრო სჭირდება… სწორედ ამიტომ მოუწია Dyson-ს 15 წლის მანძილზე 5127 პროტოტიპის შექმნა მანამ, სანამ მტვერსასრუტს შემოგვთავაზებდა და სწორედ ამიტომ ცდიან ფარმაცევტულ პროდუქტებს დიდი ხნის მანძილზე. თუმცა კრეატიულ ინდუსტრიაში დროის ნაკლებობა გვაქვს.

მიუხედავად ამისა, გენიალურ შედეგებს წლების ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ კვლევისთვის საჭირო დროზე. ამიტომ, არ უნდა ელოდეთ, რომ სტრატეგიას სულ რამდენიმე დღეში მიიღებთ. თუმცა რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ ამ საკითხს, რაც უფრო მომთხოვნი იქნებით, მით უფრო გაგიმარტივდებათ მისი დანერგვა. ამგვარად, ნაკლები ცვლილებებიც გახდება საჭირო და პროცესიც არ შეფერხდება. 

იზეიმეთ იდეა

ჩვენი ინდუსტრია ხშირად უარყოფს მეცნიერული აზროვნების ღირებულებას — სტრატეგიას. უფრო მეტად კრეატიულ შედეგებს აღნიშნავს, იქნება ეს კამპანია, დიზაინი თუ შემოქმედებითი ინდივიდი. თუმცა რეალურად კრეატიული იდეის უკან რაღაც მნიშვნელოვანი იმალება… ამიტომ, ინდუსტრიაში არსებულ იდეებზე ფოკუსირებისა და მასში არსებული სილამაზისა თუ შემოქმედებითობის დანახვის დროა.

შესაძლოა, უკვე იმის დროც დადგა, რომ კრეატიულობა დისციპლინად კი არა, ქმედებად აღვიქვათ, რომელიც კოდებს ტეხს. დიახ, ჩვენ ყველანი, სტრატეგები თუ კრეატორები კოდების გატეხვით ვართ დაკავებულნი, რითაც ვიგებთ, რა არის ბრენდის საარსებო წყარო, რა გამოიწვევს ზრდას, რა გამოგვარჩევს და რის გამო შევუყვარდებით, მიუხედავად არსებული კომერციული კლიმატისა თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა. 

გამოდის, დღეს შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებმა მეცნიერული აზროვნებისკენ უნდა დაიწყონ სვლა…

სიყვარულისა და ღვინის სინთეზი, როგორც ბრენდის ფილოსოფია

ტექნოლოგიები მებაღეობაში – საერთაშორისო გამოფენაზე „აგროსფერომ“ ინოვაციური პროდუქცია წარადგინა