ზეტ თაობასთან კომუნიკაციისთვის, Spotify-მ კამპანია წამოიწყო. ანიმაციური ვიდეორგოლების სერია ლათინური ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნა. იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდებს სოციალური ქსელებისგან ძალიან დიდი სტრესი აქვთ, Spotify-მ გადაწყვიტა მათთვის კომფორტული სამყაროს მაგივრობა გაეწია. კამპანია, რომელზეც სააგენტო Soko-მ იმუშავა, იმ სასიამოვნო გარემოს აჩვენებს, რაც პლატფორმაზე ელით ახალგაზრდებს. ვიდეორგოლები სხვადასხვა ვიზუალური გადაწყვეტის საშუალებით შეიქმნა. მათზე GenZ-ის ხელოვანები მუშაობდნენ – Fa-Fon, Vince Ibay და Alexandre Louvenaz.
ანიმაციური ვიდეორგოლები განსხვავებულ სიტუაციებს აღწერენ, როგორიცაა გამოცდების გამოწვევები, ურთიერთობები, ოჯახი…