25
Aug
2017

„მეწარმეები არიან ხელოვანები!“ – ინოვატორ ქალთა ლაბორატორიის დამფუძნებელი, გრეის კრააივენგერი

25 Aug 2017

გრეის კრააივენგერი, The Hivery-ის დამფუძნებელი არის მისიით, რომ ქალი ინოვატორების პოტენციალი გაზარდოს და The Hivery-თ შექმნას ისეთი სივრცე, რომელიც ქალებს, ყოველმხრივ, დაეხმარება მათს პროფესიულ ცხოვრებაში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

-რას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
ჩვენ ვთავაზობთ პროგრამირებასა და მენტორშიფს, რომელიც განკუთვნილია მნიშვნელოვანი პერსონალური თუ საქმიანი ურთიერთობების კულტივირებისთვის, საკუთარი ღირებულებისა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისა და პროფესიული თვითდაჯერების ამაღლებისთვის. ჩვენი მისიაა: გავხსნათ უნიკალური პოტენციალი ყველა ქალში.

-რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „მეწარმე“?
მეწარმე ნიშნავს ცხოვრების შემოქმედად ყოფნას. მეწარმე დიდ რისკზე მიდის მოვლენების მიმართ საკუთარ ღრმა რწმენაზე დაყრდნობილი დამოკიდებულების შესაბამისად. ბიზნესის მშენებლობა არის ხელოვნება, რომლის პროცესშიც, მეწარმემ მუდმივად უნდა აჩვენო, ვინ ხარ და რას აკეთებ – გამოხატო რაღაც ახლის შექმნის ვნება, იფიქრო განსხვავებულად და საკუთარი თავის პოზიციონირება მოახდინო ისე, ვინც ნამდვილად ხარ.

-რას მიიჩნევთ თქვენს  ყველაზე დიდ გამოწვევად და როგორ დაძლიეთ?
მას შემდეგ, რაც ბიზნესში ყოფნის ერთ წელზე მეტი ხნის გამოცდილება გვქონდა და საბოლოოდ, მოგებაზე გავედით, ჩვენ დავკარგეთ იჯარით აღებული სამუშაო სივრცე და იმისთვის, რომ მოგვეძებნა ახალი ფართი, გვქონდა, მხოლოდ 60 დღე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მინდოდა როგორც კომფორტული, ასევე, ლამაზი სამუშაო გარემო შემექმნა მათთვის. ჩვენს რეგიონში კი (Bay-ბეის რეგიონი) უძრავ ქონებაზე წვდომა საკმაოდ გართულებულია და ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, 60 დღეში, ჩვენთვის ადგილმდებარეობის შეცვლა.

იმ მრავალი ადგილიდან, რომელთა შორისაც ვეძებდი ჩვენთვის შესაფერისს, არჩევანი გავაკეთე ცეკვის მინისსახურავიან, ფოროვანწინკარიან სტუდიაზე, რომელიც შესანიშნავი გამოდგა The Hivery-სთვის და ჩვენ დღემდე აქ ვართ. რამაც საწყის ეტაპზე ჩვენი ბიზნესი დაამსგავსა კოშმარს, საბოლოოდ, ბედნიერად დასრულდა და ჩვენი საქმიანობის გაფართოებას მისცა ხელი. თქვენ იცით ეს გამოთქმა: „როცა ცხოვრება გაძლევს ლიმონს“… („გააკეთეთ მისგან ლიმონათი“) ჩვენი ახალი Hivery HQ არის ნამდვილად ლიმონათი. -რა არის პრობლემა, რომლის წინაშეც ამჟამად დგახართ?
მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ადგილი, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალების, როგორც კრეატიული ადამიანებისა და ლიდერების განვითარებაზე. ჩემი ჩანაფიქრია, რომ მსოფლიოში იყოს რაც შეიძლება მეტი ე.წ. “Hiveries“ (საზოგადოებრივად აქტიური ქალები). პროექტის ჩაშვებიდან ჩვენ გვქონდა კატალიზატორი ქალებისთვის, რომ მათ დაეწყოთ ბიზნესი, დაექირავებინათ ერთმანეთი, ემუშავათ ერთად, ინვესტიციები განეხორციელებინათ ერთმანეთში, უკან დაბრუნებულიყვნენ სამსახურში, მოკლედ, განეცადათ პოზიტიური ტრანსფორმაცია. ჩემთვის The Hivery-ს არსებობის ყველაზე ღირებული მომენტი არის მაშინ, როცა ქალი საკუთარი სურვილითა და შესაძლებლობებით დგამს ნაბიჯს და მისი გადაწყვეტილება, საზოგადოების მხრიდან, არის მხარდაჭერილი და წახალისებული.

-დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში, რა მახასიათებლებს აქცევთ, უფრო მეტად, ყურადღებას და რატომ არის ეს თქვენთვის სასარგებლო?
ყველაზე დიდი რამ, რაც მეწარმეობამ მასწავლა, არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვიცით პასუხი რაღაცაზე, თუმცა რიგ შემთხვევებში, არ ვართ ხოლმე მზად მის მისაღებად. ხშირად, მე ამირჩევია ბილიკი, ან მიმიღია გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ გადამიხვევია გზიდან, საბოლოოდ, წრე მაინც შეკრულა და საწყის იდეამდე მივსულვარ. ამას ვეძახი კრეატიულ პროცესს. ჩვენ გვაქვს იდეები, გამოვხატავთ, უარვყოფთ, სინათლეზე გამოგვაქვს და შემდეგ ისევ ვინახავთ, ეს მუდმივგანახლებადი პროცესია. საბოლოოდ, როგორც წესი, ის ხდება ხოლმე, რაც ჩვენს ღრმა ინტუიციაში გვაქვს და რაც გამოცდილებამ მაჩვენა, ჯობს, რომ უბრალოდ, დროულად ვენდო ხოლმე მას.

-რა ევოლუცია განიცადა ლიდერობის თქვენმა სტილმა?
თავდაპირველად, მეძახდნენ აღმასრულებელ დირექტორს და როცა ასე მომმართავდნენ, გარშემო ვიყურებოდი, ვერ ვხვდებოდი, ვისზე საუბრობდნენ. მე ვქმნიდი საკუთარ ბიზნესს ძლიერი გზნებით და ვიღებდი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ყოველდღე. მაგრამ მე არ ვიღებდი ტიტულს. ვისწავლე, რომ საუკეთესო ლიდერი მაშინ ვარ, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ მყარი და მშვიდი და არა – რეაქციული, იმპულსური. მე, ასევე, გავხდი უკეთესი მსმენელი. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ შემეძლო რაღაცის დაგეგმვა ან თუნდაც, პროგნოზირება. მე ვისწავლე, რომ შესაძლოა, მოვლენები გეგმის მიხედვით არ წავიდეს და ისე განვითარდეს, ვერასდროს, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ეს ტრაგედია არ არის.

-არსებობს კონკრეტული ფრაზა ან გამოთქმა, რომელსაც იყენებთ პირადი მოტივაციისთვის?

მჯერა რევოლუციონერი თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფის, მართა გრაჰამის გამოთქმის ისე ღრმად, რომ ჩვენი შესასვლელის ტიპოგრაფიული დიზაინიც კი გახდა. მე ის ათასჯერ წავიკითხე და ყველა ჯერზე უფრო მეტად ვგრძნობ, რაოდენ ბევრი სიმართლეა მასში:

„არსებობს სიცოცხლისუნარიანობა, ცხოვრების ძალა, ორსულობის დროს ნაყოფის პირველი მოძრაობის შეგრძნება, რომელიც გამოიხატება შენი მოქმედებებით და იმიტომ, რომ ეს მოძრაობა მხოლოდ შენ გეკუთვნის, სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს და თუ მას დაბლოკავ, ვერადსრის იარსებებს სხვა საშუალებით და დაიკარგება. მსოფლიოს შენნაირი სხვა ვერ ეყოლება. შენი საქმე არ არის იმის განსაზღვრა, რამდენად კარგია შენი ქმედებები, ან რამდენად შეესაბამება გამოხატვის სხვის ფორმებს. შენ, უბრალოდ, პირნათლად და ღიად უნდა გააგრძელო საკუთარი საქმე, რის სანაცვლოდაც, მოგიწევს, გქონდეს რეაქცია იმ იმპულსებსა და ბიძგებზე, რომელიც მოტივაციას გიმაღლებს. არცერთი ხელოვანი არ არის მუდმივად კმაყოფილი. არ არსებობს მუდმივი კმაყოფილება. არსებობს მხოლოდ უცნაური, არამიწიერი უკმაყოფილება – დალოცვილი შფოთი, რომელიც ჩვენს მუდმივ მსვლელობას უზრუნველყოფს და გვხდის უფრო ცოცხლებს, ვიდრე სხვებს“- მართა გრაჰამი. 



განხილვა