in

„სითიქომთან” ერთად მეზობლობა დღესასწაულად იქცა

მეზობელი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სიხარულს, გასაჭირსა თუ საზრუნავს იზიარებს. ბავშვობის პირველი მოგონებები ხშირად სწორედ კორპუსის ეზოში იწყება, სადაც თამაშით იქმნება დაუვიწყარი ემოციები. ზრდასრულობაში, მართალია, ეს ურთიერთობა იკარგება, თუმცა კვლავ რჩება იმედი, რომ დაღლილი დღის შემდეგ მეზობელი ყავას გამოგაწვდის.

სწორედ ამ ძველი ემოციებისა და ნოსტალგიის გასაცოცხლებლად, „სითიქომმა” 28 სექტემბერს უკვე მეორედ აღნიშნა მეზობლობის დღე საქართველოში. ინიციატივა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ დღესასწაულის შექმნას, არამედ მეზობლობის იდეის გარშემო საზოგადოების გაერთიანებას, ძველი ურთიერთობების გახსენებასა და მეზობლების დაახლოებას.

სითიქომი, როგორც სამეზობლოების პირველი ქართული ციფრული პლატფორმა, 2017 წლიდან ეხმარება ადამიანებს ამ კავშირების შენარჩუნებაში – კორპუსის საერთო საკითხების გამჭვირვალე მართვითა და მეზობლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებით.

თუ ციფრული პლატფორმა ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება, ფიზიკურმა ღონისძიებამ საერთო ემოციური გამოცდილება გააცოცხლა თითოეული მეზობლისთვის. 28 სექტემბერს წითელ ბაღში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა აქტივობები ყველა ასაკის ადამიანისთვის.

ბიბლუსის პარტნიორობით, ღონისძიების მთავარი აქტივობა მიმდინარეობდა უბნების მიხედვით დაყოფილ კრეატიულ სივრცეებში, სადაც მოსულ მეზობლებს საკუთარი უბნის მინივერსიის აშენება და „წლის უბნის” ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა შეეძლოთ, რომელშიც მოგვიანებით ვაკე-საბურთალომ გაიმარჯვა, მოსული სტუმრების ხმებით. ამ ზონას, გარდა კრაფტინგისა, დიდი ემოციური დატვირთვაც ჰქონდა, რადგანაც მოსული სტუმრები საუბრობდნენ საკუთარი სამეზობლოს გამოცდილებებზე, იხსენებდნენ ბავშვობის ისტორიებს და იზიარებდნენ მოგონებებს.

ამავე დროს, ბავშვებიც და უფროსებიც ერთად, დიდი სიხარულით თამაშობდნენ ძველი ეზოს თამაშებს. გურმანები კი საყვარელ კერძების, დესერტებსა და სასმელებს აგემოვნებდნენ. მეზობლური ემოციებით დატვირთული საღამო კი ჯგუფმა „არამ” დახურა, იგივე მუხტით და ტემპით, რომლითაც დღე დაიწყო.

ღონისძიების წარმატება დიდწილად განაპირობა წამყვანებმა – თბილისის მთავარმა მეზობლებმა, თათული ედიშერაშვილმა და თამუნა ნიკოლაძემ. მათი შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. აუდიტორიასთან ბუნებრივი კომუნიკაციის სტილი და მეზობლურ თემებთან გულწრფელი დამოკიდებულება სწორედ ის იყო, რაც ღონისძიებას ავთენტურს ხდიდა. მათმა ქარიზმამ სივრცეში მიმდინარე ყველა აქტივობა ერთ თბილ, ცოცხალ მოვლენად აქცია.

კამპანიის მიზანი იყო ადამიანებისთვის მეზობლობის მნიშვნელობის შეხსენება და ამ ღირებულების გაძლიერება. სითიქომმა, როგორც ბრენდმა, შეძლო მეზობლებისა და ბიზნესების გაერთიანება ერთი დიდი და სასიამოვნო ემოციით. სწორედ ამ სანდოობისა და ერთობის გარშემო აგებულმა კონცეფციამ გადააქცია მეზობლობის დღე მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენად.

სითიქომის ინიციატივამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერი და გრძელვადიანი შედეგი მაშინ მიიღწევა, როცა პროექტი რეალურ ცხოვრებას ეხება და ნამდვილ სოციალურ საჭიროებას პასუხობს. მეზობლობის დღე უკვე გადაიქცა მოვლენად, რომელსაც მეზობლები აქტიურად ელოდებიან, ეს კი არის საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, რომ ძველი ემოციები შეიძლება არა მხოლოდ გაცოცხლდეს, არამედ მიიღოს ახალი ფორმა და გაგრძელდეს.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-მა სახლისთვის ახალი AI მოწყობილობები ჩაუშვა

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება