26
Aug
2016

მფრინავი პიცა – მიტანის ახალი სერვისი Domino’s-გან

26 Aug 2016

Elit Electronics


Domino’s პიცა ყველაზე გემრიელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ინოვაციურისა და კრეატიულის წოდებას ნამდვილად იმსახურებს. აბა, რას იტყვით, თუ პიცას კურიერი კი არა დრონი მოგართმევთ?!

 

 

კომპანია, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაუზოგავად ცდილობდა მიტანის ახალი სერვისის შექმნას და მის ჩამოყალიბებას. არც ისე მარტივია მფრინავი ობიექტის საშუალებით პიცის დაუზიანებლად ადგილზე მიტანა. მაგრამ, მიუხედავად ყველა სირთულისა, კომპანიამ ახალი იდეა კარგად გამართა და დახვეწა.

ხანგრძლივი მზადების შემდეგ, პირველმა ტესტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. დრონმა მინდორში გაშლილ “სუფრაზე” პიცა უშეცდომოდ და უპრობლემოდ დაუშვა. პიცის ყუთს, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს, სპეციალური დასამაგრებელი აქვს, რომ დრონმა მოხერხებულად დაიჭიროს.

იდეა მართლაც ძალიან კარგი და განსხვავებულია. თან, შეიძლება ითქვას, რომ სწრაფიც – დრონი გაცილებით უფრო მალე მიფრინდება დანიშნულების ადგილზე, ვიდრე სკუტერი.

განხილვა