სირაქლემა ფრინველთა ოჯახის ის დაჩაგრული წევრია, რომელიც მართალია ბუნებამ ფრთებით დააჯილდოვა, მაგრამ ბონუსად იმდენად დიდი ზომის ტანი მოაყოლა, რომ მისთვის ფრენა დიდი ფუფუნება და მიუწვდომელი ოცნებაა. თუმცა, Samsung–მა, რომელმაც სწორედ ახლა წარადგინა პირველად თავისი არაჩვეულებრივი ახალი სმარტფონები, Galaxy S8 და Galaxy S8 Plus–ი, გადაწყვიტა ვირტუალური სათვალეები არა კვლავ ადამიანისთვის, არამედ ამ განსაკუთრებული ფრინველისთვის მოერგო. Leo Burnett–ის დახმარებით რთულ ამოცანას მარტივად გაართვა თავი და მომხმარებელს ძალიან კარგი სარეკლამო ვიდეორგოლი შესთავაზა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=94&v=hjKd24UCPYY
რაც შეეხება სმარტფონებს, რომლებსაც Samsung–ის მომხმარებლები სულმოუთქმელად ელოდნენ, ისინი უკვე მზად არის მათთან შესახვედრად. ბრენდმა საპრეზენტაციო ვიდეორგოლში მის მიერ გამოშვებული ყველა სმარტფონის ფორმა წარმოგვიდგინა და ბოლოს ის ახალი უნიკალური სილუეტი გვიჩვენა, რომელიც Galaxy S8–ს აქვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი სმარტფონი მხოლოდ ეკრანია, თან საოცრად თანამედროვე და მაღალი ხარისხის, გამოსახულება კი რეალობის იდენტურია. გარდა სხვა მრავალი გაუმჯობესებული ფუნქციისა, სმარტფონს დაემატა Bixby, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პირადი ასისტენტი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ყველაფერში, აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას და ასრულებს დავალებებს. კომპანიას არც კამერა დარჩენია უყურადღებოდ, გაუმჯობესდა სიბნელეში გადაღებული ფოტოების ხარისხი, მოძრაობების სწრაფად აღქმა და მიახლოვების ფუნქცია, რაც მთავარია, სმარტფონი კვლავ წყალგამძლეა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=192&v=D8Ert5yjMV4