ლექსუს ჰოვერბორდის პროტო ტიპის პრეზენტაცია ბარსელონაში სპეციალურ სკეიდ პარკში გაიმართა, ჰოვერბორდის ტესტირებაში თვად სკეიდბორდის ჩემპიონმა – ბრო მაკურანმა მიიღო მონაწილეობა.
ჰოვერბორდით ისევე შეგიძლიათ გადაადგილება, როგორც სკეიდბორდით, თუმცა ბორბლების გარეშე. მაგნიტებისა და ულტრა გამტარების წყალობით, რომლებიც თხევადი აზოტის მეშვეობით გრილდებინ უზრუნველყოფენ თქვენს ჰაერში გადაადგილებას. ჰოვერბორდი 11,5 კილოგრამს იწონის, საწვავის სახით თხევად აზოტს მოიხმარს და მისი გამოყენება მხოლოდ სპეციალურ მოედანზეა შესაძლებელი.