in ,

MGL Development – დეველოპერული კომპანია, რომელიც ბიზნესის კეთებას გაგიმარტივებთ

Startauperi
Startauperi
ლევან მესხიშვილი
ლევან მესხიშვილი

MGL Development ახალი და ამბიციური დეველოპერული კომპანიაა, რომელიც, ქმნის როგორც ვებ და მობაილ აპლიკაციებს iOS ან Android პლატფორმებისთვის, ისე საიტებს. კომპანია, ძირითადად, ინდივიდუალურ დაკვეთებზე მუშაობს. MGL-ის გუნდმა შექმნა მენეჯერული აღრიცხვის სისტემა, მონაწილეობას იღებენ „ბიზნეს დაჯილდოებაში“ და საკმაოდ სერიოზულ სამომავლო გეგმებს ისახავენ. კომპანიის შექმნის, მისი მუშაობის სპეციფიკის, შეკრული გუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ MGL Development–ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლევან მესხიშვილი გვესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა და როგორ დაიწყეთ ბიზნესი?

იდეა მეგობრული საუბრისას მოგვივიდა. გვინდოდა, შეგვექმნა კომპანია, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და მაქსიმალურ შესაძლებლობებს მოგვცემდა ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნისთვის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა კომპანიებს, მთლიანად ბაზარსა და ჩვენს ქვეყანას წინსვლაში დაეხმარებოდა და მოგვცემდა განვითარების უსაზღვრო არეალს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.

M: რას წარმოადგენს კომპანია MGL Development?

MGL Development დეველოპერული კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულებაა ინდივიდუალური დაკვეთები – ნებისმიერი სირთულის სოფთები, ვებ აპლიკაციები, საიტები, თუ მობაილ აპლიკაციები iOS ან Android პლატფორმებზე. ასევე, ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტები, რომელთა განვითარებასა და ბაზარზე ჩაშვებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მენეჯერული აღრიცხვის სისტემა Salonpro.

salonpro

M: რას წარმოადგენს აპლიკაცია Salonpro?

Salonpro ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც Health&Beauty სექტორისთვის შევქმენით. მისი საშუალებით, ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს, იქნება ეს სილამაზის სალონი, ესთეტიკური ცენტრი, თუ სხვა მსგავსი ობიექტი, მაქსიმალურად გაუმარტივებს ბიზნესის მართვას და დაუზოგავს დიდ დროსა და ენერგიას. ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, გააანალიზონ მიმდინარე პროცესები, დაინახონ თანამშრომელთა აქტივობა, აკონტროლონ პროდუქციის გახარჯვა, თანამედროვე ანალიტიკური რეპორტების საშუალებით გააკონტროლონ, რომელი სერვისი აქვთ “ჩავარდნილი”, ან პირიქით, რომელია ყველაზე მოთხოვნადი. ბიზნესის მეპატრონეებსა, თუ მენეჯერებს აღარ მოუწევთ დიდი დროის დახარჯვა იმის გამოანგარიშებაზე, თუ ვის რამდენი თანხა უნდა გადაუხადონ დღის ბოლოს, რადგან ეს ყველაფერი  წამებში ხდება აპლიკაციის საშუალებით.

Salonpro მარტივი საშუალებაა კლიენტებთან ურთიერთობისთვის. ჩვენი პლატფორმიდან, მეილებისა და SMS-ების საშუალებით, მინიმალურ დროში, ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი კონკრეტულ პიროვნებებთან, თუ ადამიანების ჯგუფთან.

 

MGL Development Team
MGL Development-ის დამფუძნებლები

M: რა გამოგარჩევთ თქვენი ანალოგი კომპანიებისგან?

ჩვენს ქვეყანაში ანალოგი კომპანიების არსებობა კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ განვვითარდეთ და არასდროს დავაგდოთ ტემპი. მუდმივი კონკურენციის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია ძლიერი კომპანიის აშენება. ჩვენი კომპანიის ძირითადი სიამაყე, მთავარი ძალა და ენთუზიაზმის საბაბი, გუნდურად მუშაობის პრინციპებს ემყარება, სადაც თითეული მათგანი უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალია.

ჩვენი პროფესიონალების გუნდი მზადაა, დაეხმაროს ნებისმიერ კომპანიას ტექნოლოგიურ განვითარებაში. ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად მოვარგოთ კლიენტს და შევუქმნათ ყველა არსებული ანალოგისგან განსხვავებული, კრეატიული პროდუქტი, რომელიც ძალიან დიდ და პოზიტიურ გავლენას იქონიებს მათ შემდგომ განვითარებაზე.

M: მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ.

დამფუძნებლები ვართ მე და ჩემი 2 თანამოაზრე, რომელთაც დიდი გამოცდილება გვაქვს გაყიდვების, კლიენტთა მომსახურების, პროგრამირებისა და ტექნოლოგიურ სფეროებში. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთ მოკლე მონაკვეთში ამხელა შედეგს დავდებდით და ასეთ მიზნებს დავისახავდით. გვყავს გამოცდილი პროგრამისტების, დიზაინერების, ბიზნეს კონსულტანტებისა და ფსიქოლოგების ჯგუფები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალური შედეგის მიღწევის უტყუარი გარანტიაა.

MGL Development

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

უახლოეს მომავალში, მოსახლეობასა  და ჩვენს კლიენტებს  შევთავაზებთ Android და iOS პლატფორმების აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა, ჩვენს კლიენტ Health&Beauty სექტორის წარმომადგენლებთან დარეკვის გარეშე შეძლებს ჩაეწეროს სასურველ დროს, სასურველ სპეციალისტთან, სასურველ პროცედურაზე. ამას გარდა, მიიღებენ ინფორმაციას კონკრეტული დაწესებულების შესახებ და სხვა უამრავი უპირატესობით ისარგებლებენ.

სამომავლოდ ვაპირებთ, კიდევ უფრო განვვითარდეთ, გავაფართოვოთ მასშტაბები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მეტი პროფესიონალი შევმატოთ ჩვენს გუნდს. ასევე, რაც შეიძლება ბევრ ბიზნესს დავეხმაროთ წინსვლაში, მეტი ფულის შოვნასა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ფეხის აწყობაში.

MGL Develpment-ის მთავარი მიმართულება ზოგადად ბაზრის წინ წაწევაა, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს კომპანიასა და ქვეყანაზე. ასეთი არაჩვეულებრივი გუნდის შემართებისა და ენთუზიაზმის მაყურებელს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გვაქვს რეალური, მიზანზე ორიენტირებული ამბიციები და მზად ვართ, ნებისმიერი სირთულე, დაუოკებელი ბრძოლით, მინიმალურ ვადებში გადავლახოთ.

ჰოლანდიის “ყველაზე მობილური ბანკი” – ING-ის მხიარული რეკლამა

მიზნის მიღწევა გსურთ? გახდით მიმზიდველი!