სამეფო კარის თამაშები HBO-ს ის გრანდიოზული პროექტია, რომელმაც გამოსვლისთანავე საოცარი პოპულარობა მოიპოვა, სატელევიზიო სივრცეში წარმოუდგენელი რეკორდები დაამყარა და რაც მთავარია, არაერთი მაყურებლის ცხოვრება თუ წარმოდგენებიც შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ყველა ამ შედეგის გარდა, HBO-ს შედევრმა კიდევ ერთ ძალიან კარგ და საინტერესო საქმიანობასაც დაუდო საფუძველი, რომლის ავტორიც უშუალოდ ერთ-ერთი მსახიობი ბენ ჰავკი გახდა. სერიალში გემრიელი ღვეზელების მცხობელმა, ზედმეტსახელად “ცხელმა ფუნთუშამ”, რეალურად გახსნა თავისი საცხობი და მას You Know Nothing John Dough! დაარქვა. ორიგინალური სახელწოდების მქონე საცხობში სტარკების მგლის ფორმის გემრიელი ღვეზელები ცხვება, რომელიც, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენლად ორიგინალურია, ძალიან გემრიელიცაა და მისი საიდუმლო რეცეპტის გაგებასაც ბევრი უშედეგოდ ცდილობს. ამასთან, როგორც “ცხელი ფუნთუშა” ამბობს, მისი რესტორნის მენიუ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ახლო მომავალში ის კიდევ მრავალ საინტერესო რამეს შესთავაზებს საზოგადოებას, შთაგონების წყარო კი, რა თქმა უნდა, ისევ სამეფო კარის თამაშები იქნება.
სტარკების მგლის ფორმის ღვეზელები და რესტორანი You Know Nothing John Dough! – “ცხელმა ფუნთუშამ” თავისი საცხობი გახსნა
