in

Metro Goldwyn Mayer-მა ლოგოში ნამდვილი ლომი გრაფიკული გამოსახულებით ჩაანაცვლა

ეს ევოლუციაა და არა, რევოლუცია

ოქროს წრის ჩარჩოში მოქცეული ლომი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოსახულებაა. ახლა კი, თითქმის 100 წლის შემდეგ, Metro Goldwyn Mayer (MGM) ნამდვილ ლომს გრაფიკული ასლით ანაცვლებს, რომელიც თილისმად ქცეული საკულტო სიმბოლოს იდენტურია.

ლომი, სახელად ლეო, მოკვდა. გაუმარჯოს, ლეოს – კომპიუტერული გრაფიკით შექმნილ ლომს…

ნამდვილი ლომის გრაფიკულ ასლად ქცევაზე MGM-ს აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Baked Studios დაეხმარა. მისი დებიუტი ჯერ კიდევ 2019 წელს, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული მორიგი კინოსურათის No Time to Die პრემიერაზე იგეგმებოდა, რომელიც პანდემიის გამო, 2021 წლის სექტემბრამდე გადაიდო. ამიტომაც, MGM-მა გადაწყვიტა, დრო აღარ დაეკარგა და სტუდიამ განახლებული ლოგო “იუთუბის” ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა.

ეს ევოლუციაა და არა, რევოლუცია

როგორც კინოსტუდიაში აცხადებენ, ლოგოს მოდერნიზება უნიკალური და გამორჩეული მახასიათებლების შენარჩუნების ხარჯზე მოხდა. მართლაც, ყველაფერი უწინდელი ლოგოს იდენტურია, რომელსაც სტუდია 1957 წლიდან იყენებდა. ლომის ციფრული ვერსიის მიერ გამოცემული ხმაც კი იგივენაირია. მნიშვნელოვან ცვლილებას მხოლოდ ოქროსფერ კინოფირზე დაწერილი სლოგანი “ხელოვნება ხელოვნებისთვის” წარმოადგენს, რომელიც ინგლისური თარგმანით იწყება, შემდეგ კი მას ტრადიციული, ლათინური სიტყვები ანაცვლებს.

ფილდლაბის ექსპერიმენტი – საფეხბურთო მატჩზე ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა

ბაკურიანმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს ღირსეულად უმასპინძლა