in

ემ|ჯგუფი, ვაქცინაციისთვის, თანამშრომლებს ასაჩუქრებს

ემ|ჯგუფი, იმ თანამშრომლებს ასაჩუქრებს, ვინც უკვე აიცრა, ან უახლოეს მომავალში დაგეგმავს ვაქცინაციას. კომპანიაში ამბობენ, რომ ამით სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ პანდემიის დამარცხებაში.

05.08.21- დან 01.09.21-მდე ვაქცინაციის შემთხვევაში, ემ|ჯგუფის თითოეული თანამშრომელი მიიღებს:

  • აცრის დღეს + 2 ანაზღაურებად დასვენების დღეს
  • ყვარლის ტბის სასაჩუქრე ვაუჩერს – 1 ღამე 2 ადამიანზე საუზმით ან  ვახშამს 2 ადამიანზე,  ემ|ჯგუფის რესტორნებში: „ოტიუმი“, „პურის სახლი“, „მასპინძელო“, „მეტეხის ჩრდილი“

06.08.21-მდე ვაქცინირებული თანამშრომლები, კომპანიისგან, მიიღებენ: 

  • 2 ანაზღაურებად დასვენების დღეს და ვახშამს 2 ადამიანზე, ემ|ჯგუფის რესტორნებში: „ოტიუმი“, „პურის სახლი“, „მასპინძელო“, „მეტეხის ჩრდილი“

„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების გამო, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, სურვილი გვაქვს, წვლილი შევიტანოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში, რომ  ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ სამყაროს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება! გვსურს, წავახალისოთ თანამშრომლები და დამატებითი ბიძგი მივცეთ ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად. ასევე ვასაჩუქრებთ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უკვე აიღეს თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და სრულად, ან ჯერ ნაწილობრივ ვაქცინირებულნი არიან“.   

აიცერი! ვაქცინა გვიცავს

მეცნიერები სმარტფონებში ინტეგრირებულ თერმომეტრებზე მუშაობენ

„ევოლუშენი“, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, თანამშრომლებს დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს