in

Xiaomi-მ პირველი ჭკვიანი საათი გამოუშვა

ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ ახალი პროდუქტის – ჭკვიანი საათის გამოშვების შესახებ განაცხადა. მოდელის სავარაუდო სახელია – Mi Watch. მის შესახებ ის ვიცით, რომ ის კომპანიის პირველი ფუნქციური ჭკვიანი საათია, Mi Watch-თან დაკავშირებით უფრო დელატულ ინფორმაციას კი 5 ნოემბერს, კომპანიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე უნდა ველოდოთ.

Xiaomi-ს მიერ გამოქვეყნებული ვიზუალებიდან ჩანს, რომ მოწყობილობა Apple Watch-ს ჰგავს. ცნობილია, რომ ჭკვიან საათს სმარტფონზე შემავალი და გამავალი ზარების ინტეგრირების ფუნცია აქვს, აღჭურვილია Wi-Fi და GPS სისტემებით, ასევე აქვს უსადენო კავშირის ფუნქცია (NFC), რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება უკონტაქტო გადახდისასაც შეგვიძლია.

Mi Watch-ის გამოსვლის თარიღს და ფასს Xiaomi-ს 5 ნოემბერს დაგეგმილი ტექნოლოგიური ღონისძიებიდან შევიტყობთ.

6 წუთი გადარჩენამდე! – Philips-ის კამპანია გულის შეტევის პრევენციისთვის

პავლე გაბრიჭიძე Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი გახდა