Monster.com-ს თუ დავუჯერებთ, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ტოპ 10 პროფესიას შორის, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები იქნებიან. და როგორც ამბობენ, დიზაინერები, მარკეტერები და მწერლები ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საკუთარ როლს ვირტუალურ რეალობაში მარტივად იპოვიან.
და სად შეიძლება, გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები, თუკი გვინდა, მომავალში კრეატიული საქმიანობით დავკავდეთ?საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიაში თუ გავიკითხავთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პასუხი Miami Ad School იქნება.
რატომ? – საქართველოს ბანკის ყოფილი კრეატიული დირექტორი, 2 წლის წინ, მარკეტერთან ინტერვიუში ამბობდა: „Miami Ad School-ში მივხვდი, ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, აქ უნდა ისწავლო ის, რაც არ იცი და შექმნა ნამუშევრების პორტფოლიო“. ნიკა გუჯეჯიანმა არტ დაირექშენის 2 წლიანი კურსი ჰამბურგში გაიარა და შემდეგ, სტაჟირებები შეძლო ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა: Y&R Prague, BBDO Proximity, BETC.2017 წელს კი, კიდევ ერთი ქართველი, ირაკლი „ბასკი“ ასათიანი Miami Ad School-მა საუკეთესო სტუდენტად აღიარა“: „კოპირაიტერებისთვის განსაკუთრებით რთულია ამ ჯილდოს მოპოვება. საუკეთესო სტუდენტის ჯილდოს იგებს ის, ვისაც ყველაზე მაღალი ჯამური ნიშნები აქვს, არსებულ ოთხ სემესტრს შორის. თანაც, ჩემთვის ამ ჯილდოს მოგების ბოლო შესაძლებლობა იყო, რადგან სწავლას ვამთავრებდი. ეს ჯილდო დამეხმარება იმაში, რომ სტაჟირებაზე სხვადასხვა სარეკლამომ ამიყვანოს და გარდა ამისა, უბრალოდ, CV-სთვის არის ძალიან კარგი“.
კიდევ როგორ შეიძლება ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, არგუმენტირებულად, პოზიტიური დამოკიდებულების შექმნა? – ამის საუკეთესო დამამტკიცებელია სკოლის კურსდამთავრებულების წარმატება, რომლებიც წამყვანი კრეატიული დირექტორები არიან ისეთ სარეკლამო სააგენტოებში, როგორიცაა: BBDO, Goodby Silverstein, Droga5 და W+K, ასევე, დიზაინკომპანიებსა და ბრენდებში: Facebook, Google, Oracle, Uber, Twitter, Adobe და სხვა.
ნიუ-იორკი, ატლანტა, ბერლინი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, ჰამბურგი, მაიამი, ტოკიო, ბუენოს აირესი, კოპენჰაგენი, მადრიდი, ტორონტო, ლონდონი, სტოქჰოლმი, ფრანკფურტი, მიუნხენი, ბარსელონა, ვიეტნამი, მეხიკო, პარიზი, ციურიხი, სიდნეი, – Miami Ad School-ში სწავლა ყველგან შეგიძლიათ. მთავარია სურვილი.რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ლოკაციაზე ერთი და იგივე პროგრამებია შემოთავაზებული (მცირედი სხვაობით). თუმცა, განსხვავება ისაა, რომ თითოეული სკოლა ქალაქის ხასიათსა და შესაძლებლობებს ირეკლავს: მაგალითად, Airbnb სან-ფრანცისკოს ფილიალთან თანამშრომლობს, მაიამიში კი ანსელმო რამოსს, DAVID-ის დამფუძნებელსა და უფროს კრეატიულ ოფიცერს აქვს კლასები აღებული და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, „ბურგერ კინგის“ რეალურ პროექტებზე იმუშაონ.
ესაა ადგილი, სადაც იმისთვის მოდიხარ, რომ გახდე, ვინც გინდა, – Miami Ad School.
Miami Ad School ამბობს, რომ ჩვენი მიზნები და ოცნებები გვაქცევს უნიკალურად და მათ მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავექცეთ, რომ ჯერჯერობით, საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვლავ სხვა პროფესიების დაუფლებითაა გატაცებული. Miami Ad School კი გვპირდება: ჩვენთან საკუთარ პროგრამას შექმნი და 800-ზე მეტი შესაძლებლობა გექნება იმისთვის, რომ შენი ინტერესები და განვითარების შემოთავაზებული პერსპექტივები თანხვედრაში აღმოჩნდეს. თუნდაც, სტაჟირება Ogilvy-ში, ტოპ ციფრულ სააგენტო R/GA-ში, „ფეისბუკში“…
რეალურ პროექტებს + რეალური კლიენტები = რეალურ სამსახურს
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მაიამის სარეკლამო სკოლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ რეალურ პროექტებზე იმუშაონ Wendy’s-ისთვის, Beats-ისთვის, Nike-სთვის, Starbucks-ისთვის, Uber-ისთვის, UNICEF-ისთვის, Ford-ისა და სხვა გიგანტი ბრენდებისთვის. ისე, რომ მათმა ნამუშევარმა კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ლომიც კი დაიმსახუროს! (ბურგერ კინგის კამპანია)!
მოიგე ჯილდო, რომ შეგამჩნიონ
ჯილდოები ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ Miami Ad School-ს სტუდენტები, წლიდან წლამდე, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები ხდებიან. თავის მხრივ, გარდა იმისა, რომ როგორც ნიკა გუჯეჯიანი იტყოდა, „ჯილდოები კრეატიული ხალხისთვისაა, რადგან ძალიან რთულია, ამ სფეროში, შენს თავში იყო დარწმუნებული და მოკლედ რომ ვთქვათ, სულ ეჭვი გეპარება – „კაია ეს?!“ – ჯილდოები დამსაქმებლებისთვისაცაა, რადგან პრესტიჟულ ფესტივალში გამარჯვება უფრო სასურველ კადრად გაქცევს.
Miami Ad School-ში შემოთავაზებულია როგორც პორტფოლიოს პროგრამა, ისე საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე, ინდივიდუალური თუ გუნდური კურსები.
გადავწყვიტეთ, განგვემარტა, რას ნიშნავს თითოეული პროგრამა:
ტექნოლოგიების კრეატიული მცოდნე: შენ ტექნოლოგიებში ერკვევი და შეპყრობილი ხარ კრეატიული ვნებითა და ნიჭით. როგორც კრეატიული ტექნოლოგისტი, შენ შეგიძლია, უბრალოდ, შემოქმედებითი ოსტატობა კოდად გარდაქმნა. ისწავლი უნივერსალური საკომუნიკაციო ენით – პროგრამირებით საუბარს.
სწორედ შენი დახმარებით შევძლებთ მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტის ჩართვას კრეატიულ გარემოში. და ამ ინოვაციურ მიდგომას, მაგალითად, სტარტაპინდუსტრიაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენებენ.
არტ დაირექშენი: არტ დირექტორებს იმისთვის უხდიან, რომ იფიქრონ და აღმოაჩოინონ. ისინი ისეთ პროდუქტს ქმნიან, როგორიცაა, მაგალითად, GEICO-ს ვიდეორგოლი, Youtube-ზე რამდენიმე მილიონ ადამიანს რომ აქვს ნანახი. ამ პროგრამის სტუდენტები შექმნიან ვებსაიტებს, ინსტაგრამ სთორებს, ბილბორდებს, რაიმეს, რასაც შეეძლება, აუდიტორიამდე გზავნილის ეფექტურად მიტანა.
კოპირაიტინგი: კოპირაიტერები ამბის მთხრობელები არიან. მათი კომპეტენცია სიტყვებით თამაშსა და მათ ოსტატურად შეკვრას წარმოადგენს. ისინი არტ დირექტორთან ერთად ფიქრობენ იდეებზე ვებგვერდებისთვის, ღონისძიებებისთვის, ბილბორდებისთვის ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო მედიუმისთვის.
დიზაინი: შექმნა, მეცნიერება, დიზაინი, სთორი თელინგი (ამბის თხრობა), პროპაგანდა და ფილოსოფია. ყველაფერი, რასაც ვეხებით, ვკითხულობთ, მათ მიერაა შექმნილი. ბრენდინგი, პუბლიკაცია, შეფუთვა, პროდუქტები – საპირფარეშოს ნიშნიდან დაწყებული – დამოუკიდებლობის დეკლარაციით დამთავრებული, გრაფიკულმა დიზაინერებმა ეს ყველაფერი უნდა შექმნან, რაც ნიშნავს მიზნის, ხედვისა და სტრატეგიის, ფორმისა და ფუნქციის ვიზუალურ ასახვას.
სტრატეგიული დაგეგმვა: სტრატეგისტი საქმიანობას კითხვების დასმით იწყებს: რას უნდა მივაღწიოთ კლიენტთან ერთად? როგორ გამოიყურება ჩვენი წარმატება? სტრატეგი საკუთარ ლოგიკაზე დაყრდნობით, ცნობისმოყვარე გონების დახმარებით მუშაობს. ის მეცნიერებას, მითოლოგიას, შემოქმედებით უნარებს, მთლიან გამოცდილებას იყენებს იმისთვის, რომ ინსაითებსა და შესაძლებლობებს შორის საუკეთესო გადაწყვეტა იპოვოს და შეიძლება ეს მთელს ბიზნესტრანსფორმაციასთან იყოს დაკავშირებული. როგორც სტრატეგმა, ყველა წერტილთან უნდა შეძლო დაკავშირება, სრული სურათის დანახვა და გამოსავლის ისე პოვნა.
რას აკეთებს ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი? – ამის საუკეთესო და ყველაზე მოკლე პასუხია, დღესდღეობით, ყველაფერს. უფრო ხშირად ამ პროფესიების ადამიანი სოციალური მედიისთვის ქმნის კონტენტს. ინტერნეტამდე, ფოტოგრაფები, ძირითადად, ისეთ სფეროში სპეციალიზდებოდნენ, როგორიცაა: მოდა, დოკუმენტალისტიკა, საკვები და სასმელი პროდუქტები, პორტრეტები, სპორტი, ახალი ამბები, არქიტექტურა, ლანდშაფტი, მოგზაურობა და სარეკლამო სფერო.
ვიდეოგრაფები, უფრო ადრე, შედარებით უფრო შეზღუდულები იყვნენ და მათი საქმიანობის სფერო, ძირითადად, ფილმებისა და ახალი ამბების გადაღებით შემოიფარგლებოდა. თუმცა კი, უზარმაზარი პროფესიული ცვლილებებითა და შესაბამისად, ახალი უნარების საჭიროებებით, ახალი კარიერული შესაძლებლობები დაიბადა.სოციალური მედია: ადამიანები, ვინც სოციალურ მედია მარკეტინგში მუშაობენ, „იციან ის, რაც სხვებმა არ იციან“. ისინი შეუფერხებლად გადადიან ეკრანიდან ეკრანზე, ერთი ქსელიდან მეორეზე და ცდილობენ, რაც შეიძლება დიალოგში მეტი ადამიანი ჩართონ მათ ან სხვების მიერ შექმნილ კონტენტში. Twitter, Facebook, tumblr, Instagram, reddit, Pinterest, LinkedIn, YouTube, Google+ – ჩამონათვალი ისეთივე უსასრულოა, როგორც ამ სოციალური ქსელების აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტენტის შეთავაზება. იმის გამო, რომ ადამიანები მუდმივად აქ არიან და ბრენდებს სჭირდებათ, რომ იყვნენ იქ, სადაც მათი მომხარებელია, ამ პროფესიის ადამიანები ძალიან ფასობენ, დღესდღეობით.
თუ პრობლემის მრავალფეროვანი კუთხით გადაჭრა სიამოვნებას განიჭებს, UX დიზაინის პროფესია შენთვისაა. მოსმენის, დაკვირვებისა და გაგების საშუალებით კი ისწავლი, როგორ უნდა გადათარგმნო მომხმარებლის მოთხოვნები ბიზნესის მყარ დიზაინად. შენ ხარ ადამიანების კმაყოფილების გურუ და შენი გადაწყვეტები თითოეულ მომხმარებელზე ზეგავლენას პირველივე დაწკაპუნებიდან ახდენს.
კორპორატიული ტრენინგები: რა სჭირდება შენს კომპანიას, რომ განვითარდეს? – ერთ-ერთი მთავარია, თანამშრომლებში შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა. კორპორატიული ტრენინგების საშუალებით, გუნდის თითოეული წევრი ისწავლის, როგორ გახდეს უფრო შემოქმედებითი და როგორ განივითაროს სტრატეგიული თუ ორგანიზაციული უნარები.
Miami Ad School 1993 წელს, მაიამიში დაფუძნდა და დღეს უკვე, 10 ქვეყანაში, 15 სარეკლამო სკოლას აერთიანებს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სარეკლამო სააგენტოებში გაიარონ და რეალურ პროექტებზე იმუშაონ. აქ სჯერათ, რომ კეთებით სწავლა საუკეთესო გამოსავალია და როგორც ამბობენ, ამას, კურსდამთავრებულების მიერ, კრეატიული სფეროს ყველაზე მეტი პრესტიჟული ჯილდოს ფლობა მოწმობს.
და შენ რომელ პროგრამას აირჩევდი, ან რომელ ქალაქში გააგრძელებდი სწავლას?