12
Feb
2020

ლონდონის მეტროში თაგვების ჩხუბის ფოტო წლის “ველური ბუნების ფოტოგრაფიის” გამარჯვებული გახდა

12 Feb 2020

ადამიანების ჩხუბი მეტროში ვის არ უნახავს, თუმცა თაგვების? ერთგვარად უცნაურად ჟღერს, თუმცა მეტრო ხომ ის ადგილია, სადაც უამრავ უცნაურობას შეიძლება, წააწყდე. ფოტოს სახელწოდებით “სადგურის ჩხუბი” ავტორი სემ როულია, რომელმაც ის Nikon D500-ით გადაიღო. კონკურსში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 48 000 ნამუშევარი შევიდა. გამარჯვებულ ფოტოს 28 000-მდე ადამიანმა მისცა ხმა.

 

“ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამ კონკურსში გამარჯვება სწორედ ამგვარი, ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოთი, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქშია გადაღებული,” – სემ როული.

განხილვა