in

8-9 ოქტომბერს, Michael Bang თბილისში! კლიენტის მომსახურების ექსტრაორდინალური სტრატეგია

მაიკლ ბენგი
8-9 ოქტომბრს თბილისში

8 – 9 ოქტომბერს ბიზნეს საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია MCI group-ის  მოწვევით საქართველოს ესტუმრება და სემინარს ჩაატარებს საერთაშორისო ბიზნეს ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი გაყიდვების, პიარის, ადამიანური რესურსების მართვის და მოტივაციის სფეროში Michael Bang.

BOG
BOG

მაიკლ ბენგი

Michael Bang, როგორც ბიზნეს კონსულტანტი  უკვე დიდი ხანია აქტიურად  თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Panasonic,Toyota,Volvo,Unilever,Heineken, Land Rover და ა.შ. ამავე დროს იგი აღიარებულია მთელს ევროპაში, აშშ-ში, მექსიკაში, იაპონიაში, ისრაელსა და რუსეთში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვის სფეროში.

30 წლიანი სამუშაო გამოცდილების საფუძველზე მან შექმნა ძალიან ეფექტური „ტოტალური გაყიდვების სისტემა“, რომლის შემადგენელ ძირითად ნაწილს წარმოადგენს “i-Sell System & i-Speech System”, ასევე მომხმარებელზე ზრუნვის და მართვის სისტემები.

Michael Bang-ის  მიერ დატრენინგებული სპეციალისტების რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს. მათგან უმრავლესობა გაყიდვების სფეროში მომუშავე ტოპ-მენეჯერები, მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის მენეჯერები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები და ბიზნესის მფლობელები არიან.

Michael Bang  გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „გაყიდვების ხუთ ვარსკვლავიანი სკოლის“ პრეზიდენტი.

სემინარის თემატიკის და Michael Bang-ის  დახმარებით თქვენ შეძლებთ საფუძვლიანად შეისწავლოთ:

  • კლიენტის მომსახურების თანამედროვე და განსხვავებულ პრინციპები;
  • რა არის კლიენტის  ყიდვის  პროცესი და როგორ გამოიყენოთ „მენტალური საბანკო ანგარიში“;
  • როგორ  დანერგოთ  პრაქტიკულად პროდუქტის ან/და მომსახურების მატრიცა თქვენს კომპანიასა და პირად ცხოვრებაში;
  • ვინ არიან თქვენი კომპანიის შიდა მომხმარებლები და როგორ გააკეთოთ მომსახურების შედეგის ანალიზი, რათა სწორად შეაფასოთ სინამდვილეში რა სჭირდებათ მათ;
  • კლიენტის მომსახურების შკალა, საჩივრების 7 საფეხური და მათი გადაწყვეტის ეფექტურ გზები.

მიღებული ცოდნის შედეგად :

  • თქვენ შეძლებთ  განავითაროთ თქვენს კომპანიაში კულტურა -„მომხმარებელი პირველია“;
  • გაზარდოთ კომპანიის მოგება მომსახურების გაუმჯობესებისა და კლიენტთა ლოიალობის გაზრდის ხარჯზე;
  • წარმატებით  გაყიდოთ  თქვენი თავი, მოიპოვოთ  უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა;
  • ზუსტად  განსაზღვროთ კლიენტის საჭიროებები, დაამყაროთ  სწორი კომუნიკაცია და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები მათთან.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლების რეჟიმში, ყველა მსმენელს ეძლევა სპეციალურად, ტრენინგის თემატიკაზე შექმნილი  სამუშაო წიგნი, რომელიც სემინარის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახელმძღვანელო, მიღებული ცოდნის  კომპანიაში დანერგვის მიზნით.

სემინარის ღირებულება:

20 სექტემბრამდე 450$.

20-30 სექტემბრამდე 480$

სწავლების  ხანგრძლივობა ორი სრული დღე, 10:00-დან 19:00-მდე

რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 სექტემბერი.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ.ნომერზე: (+995 79) 671 671  ან

ელ.ფოსტაზე [email protected]

 

პროექტის სპონსორები არიან: გალერეა “დემასი” და “საქართველოს ბანკი”

მხარდამჭერები: რადიო “ფორტუნა” და კავკასიის უნივერსიტეტი

ჰერმესის ხმა და ვერცხლის სიმფონია

კოსტა პეტროვი

You can have the best product but if you don’t work on your company’s reputation then all of your marketing efforts will be in vain