in

მაიკლ კონრადი სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea 2019-ის სპიკერი იქნება

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea უკვე მეხუთე წელია, თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს. სამდღიანი ღონისძიება, რომელიც საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს მოიცავს, ყოველწლიურად, 15 ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს ბათუმში. წელს, ფესტივალს ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლის დამფუძნებელი, მაიკლ კონრადი შემოუერთდება და ღონისძიების მონაწილეებს გამოცდილებას სცენიდან გაუზიარებს.

რა ვიცით მაიკლ კონრადის შესახებ:

სარეკლამო ინდუსტრიაში მისი კარიერა 1968 წელს დაიწყო. თავდაპირველად, სააგენტო Young & Rubicam Frankfurt-ში მუშაობდა კოპირაიტერად, შემდეგ Ogilvy & Mather Frankfurt-ის კრეატივ დირექტორი დირექტორი გახდა. 1972 წელს TBWA Frankfurt დააფუძნა, 1975 წელს საკუთარ სააგენტოს Lürzer, Conrad Frankfurt ჩაუდგა სათავეში. 90-იან წლებში, სააგენტო Leo Burnett Germany-ს შეუერთდა და 1982 წლიდან 2002 წლებში, Michael Conrad & Leo Burnett-ის სახელით იყო ცნობილი.

1986 წელს, კონრადი ჯერ Leo Burnett International-ის, მოგვიანებით კი, Leo Burnett Worldwide-ის კრეატივ დირექტორი გახდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, Leo Burnett-ის 27-მა სხვადასხვა ოფისმა, სულ მცირე, ერთხელ მაინც მოიპოვა “წლის სააგენტოს” ტიტული თავის ქვეყანაში.

2000 წელს, Advertising Age-მა Leo Burnett Worldwide “წლის გლობალურ სააგენტოდ” დაასახელა. 2001 წელს, სააგენტოს ყველაზე მეტი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული, მსოფლიო მასშტაბით. სააგენტო მაიკლ კონრადმა 2003 წელს დატოვა.
მაიკლ კონრადი ხელმძღვანელობდა არაერთი სარეკლამო ფესტივალის ჟიურის გუნდს, მათ შორის, კანის ლომებზე. არის ADC-ის საპატიო წევრი არაერთ ქვეყანაში. 2004 წელს, მაიკლ კონრადმა ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლა დააფუძნა და ამ დროისთვის სასწავლებლის პრეზიდენტია.

Ad Black Sea-ზე მაიკლ კონრადის სასაუბრო თემა იქნება: The (Lost) Art Of Articulating Purpose [მიზნის ფორმულირების (დაკარგული) ხელოვნება]. როგორც სპიკერი განმარტავს, “მიზნის ქონა” სარეკლამო და მარკეტინგული გამოსვლების ხშირი თემაა. კორპორაციის წარმატებით მართვა, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სტრატეგიის, ადამიანების, კლიენტების, პარტნიორების, შერჩეული აუდიტორიის, საზოგადოებრივი აზრის, პროდუქციის ხარისხის, გრძელ და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების საშუალებით ხდება. თუმცა, ამ ჩამონათვალს შორის, მიზანი უპირატესია. ამის მიუხედავად, თუკი მიზანი არ არის ფორმულირებული მკაფიოდ, მიმზიდველად და პროვოკაციულადაც კი, ის ვერ მოგვცემს მოტივაციას, ვერ შთაგვაგონებს. მაიკლ კონრადის მიზანია, თავის გამოსვლაში, წარსულ და ამჟამინდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიზნის დასახვის გრძელვადიან მნიშვნელობაში დაარწმუნოს მსმენელები.

ნაცისტებიდან ჰიპებამდე – Volkswagen Beetle-ის გზის დასასრული

Flatfy – ინფორმაცია ყველა მშენებარე ბინის შესახებ ერთ საიტზე!