in

მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა!

ეს რეკორდული მაჩვენებელია…

veon
veon

მაიკლ ჯორდანის გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმელი 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა. ხელმოწერილი ფეხსაცმელი Sotheby’s-ის აუქციონზე ნიკ ფიორელმა, ცნობილმა კოლექციონერმა შეიძინა და რეკორდიც კი მოხსნა…

კალათბურთელსა და კომპანია Nike-ს შორის თანამშრომლობა სპორტსმენთან დაკავშირებული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდის შესაქმნელად შედგა, რის შემდეგაც 1984 წელს შეიქმნა აღნიშნული ფეხსაცმელი. იგი მაიკლ ჯორდანს NBA-ს მეხუთე მატჩზე ეცვა, რომელშიც მან “დენვერ ნაგეტსის” წინააღმდეგ 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მოიპოვა.

“მას შემდეგ, რაც ფეხსაცმლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მან უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. ეს განსაკუთრებული შედეგი არა მხოლოდ საკოლექციო ნივთების მნიშვნელობაზე, არამედ ჯორდანისადმი არსებულ პატივისცემაზე მეტყველებს” – აღნიშნავს Sotheby’s-ს მოდური ფეხსაცმლისა და კოლექციონერების ხელმძღვანელი, ბრამ ვახტერი.

საგულისხმოა, რომ კალათბურთელის ფეხსაცმელები მართლაც საკმაოდ ძვირად ფასობს. 1985 წელს გამართულ თამაშზე ჯორდანმა კალათში ბურთის ჩატენვა სცადა, რის შემდეგაც ფარი გატყდა. Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელში კი ჯერ კიდევ ჩარჩენილი იყო მაშინდელი ნატეხები… ეს უკანასკნელი “კრისტის აუქციონზე” 2020 წელს, 615 000 დოლარად გაიყიდა.

ხოლო Jordan Air Ships მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელია, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. Yeezy 1-ის პროტოტიპები, რომლებიც კანიე უესტს 2008 წლის გრემის დაჯილდოებაზე ეცვა, მიმდინარე წლის აპრილში 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

30-31 ოქტომბერს „ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo გაიმართება!

გზა „თეგეტამდე“ – გზა წარმატებისკენ