Michael Kors-ის ახალი სუნამოს Wonderlust-ის სარეკლამო კამპანიის სახე ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა.
პირველი ფოტოსესია უკვე დასრულდა, რომელზეც Inez & Vinoodh-მა იმუშავა. ბრენდის ახალი პროდუქტის მთავარი გზავნილი „თავისუფლება“ და „სიახლის ძიებაა“. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ჯიჯი ჰადიდი სარეკლამო კამპანიისთვის, ამ ღირებულებებთან მისი თანხვედრის გამო შეარჩიეს.