in

„[500 Startups] დაგვეხმარა, განსხვავებულად დაგვეწყო ფიქრი“ – Agrolabs-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ლაზარენკო

Silicon Valley-ზე გრძელდება “500 Startups“-ის პროგრამა, რომელშიც 4 ქართული სტარტაპი მონაწილეობს. როგორც ერთ-ერთი მათგანის, Agrolabs-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ლაზარენკო ამბობს, აქ მიღებული ცოდნითა და სასარგებლო გამოცდილებით ბევრი რამ განსხვავებულად დაინახეს და სამომავლოდ, მეტი ეფექტურობისთვის, ახალი სტრატეგიების დანერგვას გეგმავენ.

„[იურიდიული სესიის შემდეგ] მივხვდით, პრაქტიკა, რასაც აქამდე ვიყენებდით, არ ყოფილა მაინცდამაინც ოპტიმალური და სწორი ჩვენი განვითარების დონეზე მყოფი კომპანიისთვის. [ასევე] ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მარკეტინგის თემაზე გამართული შეხვედრები. [აქამდე], ძირითადად, B2B გაყიდვებზე ვიყავი ორიენტირებული, ასეთი გაყიდვების დროს, განსაკუთრებით, ციფრული არხების შემთხვევაში, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებლისადმი სწორ მიდგომას მიაგნო“, – ამბობს მაიკლ ლაზარენკო“. 

წარმატებული რეფორმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ქართული და ევროპული გამოცდილების შერწყმით განხორციელდა

თიბისის ახალი სივრცეების საერთაშორისო აღიარება