in ,

ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ ბენგთან

მაიკლ ბენგი
8-9 ოქტომბრს თბილისში

მაიკლ ბენგი

BOG
BOG

ოქტომბერში გაიმართება 2 დღიანი სემინარი, ეს თქვენი მეორე ვიზიტია საქართველოში. რა თემაზე ჩაატარებთ სემინარს ამ ეტაპზე და ვისთვის იქნება ის საინტერესო?

დიახ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და მოუთმენლად ველოდები ამ მოგზაურობას, რადგანაც თბილისში პირველმა ვიზიტმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამჯერად ჩვენ გვექნება გასნაკუთრებული ტრენინგი კომპანიაში კლიენტის მომსახურების პროფესიონალური სისტემის შესაქმნელად.

ეს ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისათვის, ყველა სფეროს დირექტორებისა და იმ პირებისათვის, ვისაც კონტაქტი აქვს კლიენტთან.

თქვენ ძალიან წარმატებული კარიერა გაქვთ, თქვენთან თანამშრომლობენ ცნობილი ბრენდები, თქვენ დაატრენინგეთ 50 000 ზე მეტი ადამიანი და ა.შ. როგორ ფიქრობთ რა დაგეხმარათ ასეთი წარმატებული კარიერის მიღწევაში?

პირველ რიგში ძლიერი მისწრაფება, რომ გავმხდარიყავი წარმატებული ისე, რომ შემექმნა რაღაც ღირებული სხვებისათვის. მეორე – მე ვიცი, რომ არ ვარ სრულყოფილი და არის ბევრი რამ, რაც მე არ ვიცი და მინდა ჩემში რაღაც-რაღაცეები გამოვასწორო, რადგანაც ვიცი, რომ თუ გავხდები უკეთესი ჩემი შედეგებიც იქნება უკეთესი – ასე, რომ მე ყოველთვის ვსწავლობ და ვიგებ , თუ როგორ გავხდე უკეთესი.

რას ისწავლიან მონაწილეები თბილისში დაგეგმილი სემინარებიდან?

ჩვენ ვიმუშავებთ ორ ძირითად ფაქტორზე: მენტალური და ტექნიკური

იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული საჭიროა, რომ გვქონდეს სწორი მენტალიტეტი და შევისწავლოთ ტექნიკა– როგორ გავაკეთოთ ეს, რადგან ჩვენი მენტალიტეტი გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, გავაკეთოთ ეს თუ არა. სწორედ ამიტომ სწორი მენტალიტეტი არის გადამწყვეტი მნიშვნელობის წარმატებისათვის.

სემინარის მონაწილეები უპირველეს ყოვლისა გახდებიან ენერგიულები და ოპტიმისტურად განეწყობიან, ისინი შეისწავლიან ძალიან მარტივ და პრაქტიკულ კლიენტის მომსახურების სისტემას, რომელიც განხორციელებადი იქნება მათ კომპანიაში და გახდის კომპანიასაც და მის თანამშრომლებსაც წარმატებულს.

რა უნარები სჭირდება კარგ გაყიდვების მენეჯერს?

გაყიდვების დირექტორსაც და გაყიდვების აგენტსაც სჭირდებათ სპეციფიური უნარები, იქედან გამომდინარე რამდენად დიდია მათი კონკურენცია და რამდენად ადვილია იპოვონ მომხმარებელი, რომელიც მათ პროდუქციას იყიდის და იქნება მოგებული.

გაყიდვების დირექტორი არის, როგორც სპორტული მწვრთნელი და ამისათვის არის რამოდენიმე ძირითადი უნარი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს:

1) სწორად შერჩეული კადრი

2) მოახდინოს მისი კადრების დატრენინგება, რათა გახდნენ თავიანთ საქმეში ნამდვილად კომპეტენტურები

3) მართოს თანამშრომლები ისე, რომ ისინი გახდნენ წარმატებულნი

4) ყოველთვის უნდა მოახდინოს შესრულებული სამუშაოს ანალიზი, რათა მუდმივად გააუმჯობესოს შედეგები;

რამოდენიმე ძირითადი უნარი, რომელიც უნდა ჰქონდეს გაყიდვების აგენტს:

1) მას უნდა სჯეროდეს, რომ პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ის ყიდის არის სასარგებლო კლიენტისათვის

2) მას არ შეიძლება ჰქონდეს შიში და უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გამოელაპარაკოს უცნობებს

3) მას უნდა ჰქონდეს ძალიან ძლიერი განზრახვა, რათა შესძლოს ბევრი ბარიერის გადალახვა

4) მან უნდა შესძლოს განივითაროს „სქელი კანი“ და არ მიიღოს თავის თავზე კლიენტის უკმაყოფილება;

თუ შეგიძლიათ, რომ მისცეთ ჩვენს მკითხველებს რამოდენიმე რჩევა, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის უკეთესად გაყიდვისათვის? 

უპირველეს ყოვლისა შეიყვარეთ საკუთარი თავი, შეიყვარეთ თქვენი კომპანია და შეიყვარეთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, და ამის შემდეგ თქვენ შეგიყვარდებათ თქვენი მომხმარებელი. შესაძლოა სიტყვა სუყვარული ძალიან ძლიერი სიტყვაა, მაგრამ სულ მცირე თქვენ უნდა გქონდეთ ძალიან ძლიერი ლტოლვა იმის მიმართ რასაც აკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ იქნებით წარუმატებელი ცხოვრებაში.

იმედი მაქვს, ამის წაკითხვისას თქვენ მიხვდებით თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი და თქვენი გუნდისათვის ამ ტრენინგზე დაწრება. ველოდები თქვენთან შეხვედრას ჩვენს სემინარზე, თბილისში 8-9 ოქტომბერს.

პროექტის სპონსორები არიან: გალერეა “დემასი” და “საქართველოს ბანკი”

მხარდამჭერები: რადიო “ფორტუნა” და კავკასიის უნივერსიტეტი

Wendy’s – უკვე თბილისში

ბერნარდ შოუს გამონათქვამები (ნაწილი პირველი)