in

ნახეთ: მიქელანჯელოს დავითი, როგორც ყველაზე ლამაზი დინამიკის ინსპირაცია

დინამიკი Samsung Design-ის წევრობის ფარგლებშია შექმნილი

ის ფაქტი, რომ ახლა ქსოვილიც ინდუსტრიული დიზაინის მასალად ითვლება, შესაძლოა, Google-ს მივაწეროთ. როდესაც კომპანიამ სახლებისთვის პირველად შექმნა დინამიკები, გამოჩნდა რბილი ფორმები, ქსოვილის, ტყავის ჩასადები და ინტერიერისთვის შესაფერისი პალიტრა. ფაქტია, Google-ის ჭკვიანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შექმნილი თითოეული მათგანი თავისი უნიკალური დიზაინით და არა უბრალო გაჯეტის სახით.

სწორედ ასეთ მოწყობილობას განეკუთვნება იანგ დონგ ვუკის მიერ Samsung Design-ის წევრობის ფარგლებში შექმნილი Torso Speaker, რომელიც ბერძნული სტილის სკულპტურას მოგვაგონებს. ეს საოჯახო ტექნიკის საკმაოდ ესთეტიკური ინტერპრეტაციაა – ელეგანტურობა, სილამაზე და სრულყოფილება…

ამ ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკას რენესანსის ეპოქაშიც რომ ეარსება, როგორი ვიზუალი ექნებოდა მათ? ალბათ, დიზაინზე და ვინჩი, რაფაელი მიქელანჯელო და სხვები იმუშავებდნენ. შედეგად კი კლასიკური ელემენტების გავლენით შექმნილ მოწყობილობებს მივიღებდით. მართალია, იმ დროს ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლახან მიქელანჯელოს დავითის ინსპირაციით შექმნილი აბსტრაქტული ფორმის დინამიკი სახლებში ორგვარ დატვირთვას შეიძენს – ფუნქციურს, როგორც დინამიკი და ესთეტიკურს, როგორც გათანამედროვებული ბიუსტი.

საგულისხმოა, რომ დინამიკის ყელი სათავსოს ფუნქციას ითავსებს და მეტი სილამაზისთვის მასში ყვავილების ან დეკორაციების მოთავსებაც კი შეგიძლიათ. ამასთან, ქსოვილის საფარის ქვეშ დინამიკებია განთავსებული.

დინამიკის მართვის საშუალებები ბიუსტის მხარზეა განლაგებული, რომელიც მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა. ასე რომ, ხმის აწევა თუ ჩაწევა წარმოუდგენლად ინტერაქციული და თითქმის სენსორული გამოცდილება ხდება.

Mymarket app-ის 7 საშენო ფუნქციონალი

NASA-ს ფოტოგრაფებმა მზის ნაწილობრივი დაბნელება დააფიქსირეს