in

სილქ ჰოსფითალითის ორმა სასტუმრომ MICHELIN Guide-ის 2025 წლის MICHELIN Keys მოიპოვა

სილქ ჰოსფითალითის ორმა სასტუმრომ, სასტუმრო „ტელეგრაფმა“ და „წინანდლის მამულმა”, MICHELIN Guide-ის 2025 წლის MICHELIN Keys მოიპოვა. MICHELIN Guide-ის შეფასებით, სასტუმრო „ტელეგრაფს“ 2 MICHELIN Key მიენიჭა, ხოლო წინანდლის მამულს 1 MICHELIN Key.

MICHELIN Keys სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა და იმ სასტუმროებს ენიჭებათ, რომლებიც გამოირჩევიან სტუმარმასპინძლობის მაღალი ხარისხით, უნიკალური კონცეფციითა და მომსახურების განსაკუთრებული სტანდარტით. ჯილდო MICHELIN Guide-ის წარმომადგენლების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული ანონიმური ვიზიტებისა და შეფასებების საფუძველზე გაიცემა.

ეს წარმატება სილქ როუდ ჯგუფის ორი მიმართულების, სილქ დეველოპმენტისა და სილქ ჰოსფითალითის მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ორივე სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები სილქ დეველოპმენტმა განახორციელა. რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ყოფილი ცენტრალური ფოსტის ისტორიული შენობის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა სასტუმრო „ტელეგრაფი“, ხოლო წინანდალში ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო კლასის სასტუმრო გამოცდილებად იქცა.

სასტუმროებს საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის სტანდარტი და გამორჩეული სერვისი სილქ ჰოსფითალითიმ შესძინა. დღეს, კომპანიის მმართველობის ქვეშ არსებული ორივე სასტუმრო,  საქართველოს პრემიუმ ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელი ნაწილია.

ამ აღიარებით, სასტუმრო „ტელეგრაფი“ საქართველოში ერთადერთი სასტუმრო გახდა, რომელსაც 2 MICHELIN Key აქვს მინიჭებული.

MICHELIN Guide-ის 2025 წლის გამარჯვებულებს შორის სილქ ჰოსფითალითის ორი ობიექტის მოხვედრა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ხაზს უსვამს იმ ხარისხს, რომელსაც იგი ქართულ სტუმარმასპინძლობაში ყოველდღიურად ქმნის.

ეს წარმატება თითოეული იმ თანამშრომლისა და გუნდის დამსახურებაა, რომლებიც სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე ზრუნავენ.

[პარტნიორის კონტენტი]

Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი – დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა

Microsoft-ის კვლევა – როგორ ეხმარება AI ინტელექტუალურად მომუშავე ადამიანებს