ყველა ადამიანს თავისი მისწრაფება აქვს ცხოვრებაში — ვირჩევთ გზას, რომელსაც ბოლომდე მივყვებით და ვცდილობთ, საუკეთესო ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ. მაგალითად, მესი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია — უბრალოდ, მისმა მაიამის ინტერში გადასვლამ დაგვანახა, რომ ბოლოს და ბოლოს რიგითი ადამიანიცაა…
სწორედ ამაზეა აქცენტი Michelob Ultra-ს სუპერ თასის რეკლამაში. აქ მესი საოცრად კი ავლენს თავის შესაძლებლობებს და ბოლომდე იტაცებს ბურთი, მაგრამ საბოლოოდ თავისი ადამიანური მოთხოვნილებებისკენაც იხრება. ასე ვთქვათ, მასაც ისე „სწყურია ლუდი, როგორც სხვას“. ასევე, ვიდეორგოლში წამიერად ჩნდება „ტედ ლასოს“ ვარსკვლავი, ჯეისონ სუდეიკისი.
ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-მ იმუშავა.