in

ვისკი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოზე ძველია

მიქტერსის დისტილერია, ძველი დასახელებით Shenk’s Distillery, დაფუძნდა 1753 წელს პენსილვანიაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამერიკა ბრიტანეთის კოლონია იყო, არ ჰქონდა ოფიციალური დროშა და არც შეერთებული შტატები არსებობდა. ამერიკის სახელმწიფო ოფიციალურად (დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით) შეიქმნა 1776 წელს.

დისტილერიას სახელი მე-20 საუკუნიდან გადაერქვა და დღეისათვის ვისკის სამყაროსთვის Michter’s-ით არის ცნობილი. სათავო შენობა (დისტილერია) კენტუკის შტატში, ლუისვილში მდებარეობს, Fort Nelson-ის ისტორიულ შენობაში.

რეალურად, Michter’s-ზე როდესაც ვსაუბრობთ, ავტომატურად, ამერიკის ვისკის ისტორიის მოკლე მიმოხილვა გამოგვდის. ისტორიულ ღირებულებებთან ერთად თანამედროვე მიქტერსი, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პირველი ამერიკული ვისკის კომპანია და აი, რატომ:

მსოფლიოში ნომერ პირველი ვისკი – Michter’s

Michter’s მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის – Drinks International-ის მიერ დასახელდა ნომერ პირველ ვისკიდ, მან მოიპოვა „World’s Most Admired Whiskey“ ტიტული. Drinks International არის გლობალური გამოცემა, ავტორიტეტული წყარო ალკოჰოლური სასმელების ბაზრის სიახლეებისა და მიმოხილვებისათვის.

პრესტიჟულ ტიტულს სასმელს ყოველწლიურად არაერთი ქვეყნის პროფესიონალი ბარმენი, სომელიე და ინდუსტრიის ექსპერტი ანიჭებს. უფრო მეტიც, Michter’s-მა ეს სტატუსი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში #1 პოზიციით მოიპოვა, რაც გამონაკლისი წარმატებაა ვისკის სამყაროში.

Top Trending ამერიკული ვისკი, უკვე 7 წელია

ბარების ტრენდული ბრენდების ყოველწლიურ ანგარიშში Michter’s უკვე მეშვიდე წელია, Top Trending American Whiskey- სტატუსს ინარჩუნებს. რაც ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია ბარმენებისა და მომხმარებლების თვალში.

ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო რელიზები

ბოლო წლებში მიქტერსი კოლექციონერების საყვარელ ვისკიდაც იქცა. რამდენიმე ცნობილ აუქციონზე 25 წლიანი ვერსიები რეკორდულ თანხებად გაიყიდა.

გიზიარებთ რამდენიმე მათგანს:

Michter’s 25 year old Single Barrel rye

აუქციონზე გაყიდული ფასი: 27,016 $
Whisky Auctioneer, შოტლანდია – 2023 წლის თებერვალი

2012 წელს შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 1,050 ბოთლით გამოშვებული Michter’s-ის ადრეული Single Barrel ვერსიები დღეს უკვე აუქციონების ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ გამოშვებებად ითვლება.

whiskyadvocate.com

Michter’s 25 year old Single Barrel bourbon

აუქციონზე გაყიდული ფასი: 20,000 $
Sotheby’s, ნიუ-იორკი – 2023 წლის თებერვალი

ეს იშვიათი ბურბონი 134 ბოთლიდან ერთ-ერთია, ჩამოსხმული №3784 კასრიდან.
2023 წლის ივნისში Bonhams Skinner-ის აუქციონმა ზუსტად იგივე ფასად გაყიდა Michter’s-ის 20-წლიან Single Barrel ბურბონის ვერსია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ გამოშვების გამორჩეულ საკოლექციო ღირებულებას.

Michter’s Celebration Sour Mash 2025 Release

თუ მთავარი დისტილერი დენ მაკკი და ოსტატი ანდრეა უილსონი გააგრძელებენ სამწლიან ტრადიციას, 2025 წელს მეხუთე, ლიმიტირებული სერია გამოვა.

მიქტერს ვისკის გემოვნური და გასტრონომიული მახასიათებლების შეფასებას თავად შეძლებთ 4-6 ივლისს ალკორიუმის ფილიალებში: ვაჟა-ფშაველა | ცინცაძე | ერისთავი, ასევე, გამრეკელის ვისკის სახლში, სადაც ადგილზე დაგხვდებათ მიქტერსის დეგუსტაცია.

მიქტერსის რელიზების შეძენა ფასდაკლებით შესაძლებელია ალკორიუმის ყველა ფილიალში, ასევე, ვოლტზე, GD Alco-ს მაღაზიაში.

[პარტნიორის კონტენტი]

Honor-მა „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა

Make-up-დან Make-app-მდე: თიბისის კრეატიული გზა ტექნოლოგიებში გოგონების დასაინტერესებლად