in

როგორ იქცა მიკი მაუსი ცნობილ პერსონაჟად?

მიკი მაუსი, უოლტ დისნეის ანიმაციური მულტფილმების ყველაზე პოპულარული პერსონაჟი და უდავოდ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური პერსონაჟი. უოლტ დისნეიმ სრულად ანიმაციური ფილმების პირველ სერიებზე მუშაობა 1927 წელს დაიწყო. მასში მონაწილეობდა იღბლიანი კურდღელი – ოსვალდი.

შემდეგ, ისე მოხდა, რომ კურდღელზე საავტორო უფლებები დისნეის დისტრიბუტორმა მიითვისა. ამან უოლტ დისნეი სხვა პერსონაჟის, მიკი მაუსის, შექმნამდე მიიყვანა, რომლის თავდაპირველი სახელი მორტიმერ მაუსია. მიკი მაუსი პირველად უხმო ანიმაციებში გამოჩნდა – Plane Crazy და Gallopin’ Gaucho. შემდეგ, პროდუქციაში ხმა დაამატეს და შეიქმნა Steamboat Willie. ეს 1928 წელს იყო. 1928 წელს, The Karnival Kid-ის გამოსვლამ მიკი მაუსს ანიმაციურ ბაზარზე დიდი ხნით გაუთქვა სახელი.

თავდაპირველად, მიკის ცნობილი ანიმატორი უბ ივერკსი ხატავდა. დისნეი კი, პერსონაჟს 1947 წლამდე ახმოვანებდა. მიკისთან ერთად ხშირად ჩნდებოდა მინი მაუსი და მეგობრების მხიარული კამპანია: დონალდ დაკი, გუფი და პლუტო. მიკი თავისი მხიარული ხასიათით 100-ზე მეტი მულტსერიალის გმირი გახდა და მსოფლიოში ცნობილ პერსონაჟად იქცა. 50-იანი წლების აშშ-ში მიკი მაუსის კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო სატელევიზიო შოუ იყო. მისი კეპი და დიდი ყურები საკულტო სიმბოლოდ იქცა. 1932 წელს, დისნეიმ კინოაკადემიის სპეციალური ჯილდოც კი მიიღო, მიკი მაუსის შექმნისთვის.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ოკეანის მაღალი ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

Tesla-ს მფლობელი ამბობს, რომ Model 3 მაინინგით თვეში 800 დოლარს გამოიმუშავებს