in

მიკი მაუსის ადრეული ვერსია საჯარო საკუთრება გახდა — რას ნიშნავს ეს?

მიკი მაუსი, რომელიც 1928 წელს Steamboat Willie-ში გამოჩნდა, პირველ იანვარს საჯარო გახდა. ეს კი ხელოვანებისა და კრეატორებისთვის ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს, რომ ჩვენი საყვარელი პერსონაჟის კონკრეტული ვერსიის გამოყენება ახლა ყველას თავისუფლად შეეძლება, დისნეის ნებართვებისა თუ საკმაოდ მაღალი გადასახადების გარეშე. ამგვარად, მიკი მაუსს უკვე სხვადასხვა მედიუმში იხილავთ, იქნება ეს ხელოვნება, განათლება, პაროდიები თუ თამაშები. 

მიუხედავად ამისა, Disney გვაფრთხილებს, რომ თუ საჭირო გახდება, თავის კლანჭებს აამოქმედებს… კვლავ იმის ერთგული დარჩება, რაც არაფორმალურად ჩვენთვის Mickey Mouse Copyright Act-ის სახელითაა ცნობილი. ამიტომ, კრეატორებსაც საკულტო პერსონაჟის წესების შესაბამისად გამოყენებას ურჩევს. 

მიკის უფრო თანამედროვე ვერსიებზე არ იმოქმედებს Steamboat Willie-ის საავტორო უფლებების არქონა და იგი დარჩება Walt Disney Company-ის გლობალურ ელჩად, ითამაშებს მთავარ როლს ჩვენს სთორითელინგში, თემატურ პარკებსა და ნივთებში, — აცხადებენ დისნეიში. 

კრეატორებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საჯარო მხოლოდ მიკის 1928 წლის ვერსიაა, უფრო თანამედროვე ვარიანტები კი კვლავ დისნეის სავაჭრო ნიშნის ქვეშ იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ვერსიას, რომელიც Steamboat Willie-შია, ნებართვისა და ლიცენზირების თანხის გარეშე ჩვეულებრივ გამოიყენებენ, ხოლო მიკი მაუსის თანამედროვე ვერსიებზე წვდომისთვის კვლავ დისნეისთან კომუნიკაცია დასჭირდებათ. 

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი უფლებების დაცვას მიკი მაუსისა და სხვა ნამუშევრების უფრო თანამედროვე ვერსიებში და ვიმუშავებთ მომხმარებელთა დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც მიკისა და სხვა საკულტო სიმბოლოების არაავტორიზებული გამოყენებითაა გამოწვეული, — ვკითხულობთ დისნეის განცხადებაში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საავტორო უფლებების შესახებ კანონები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. Steamboat Willie-ის მიკი მაუსი საჯარო ამერიკაში გახდება, მაგრამ ამ ფორმით მას სხვაგან ვერსად შეხვდებით. ამიტომ, თუ მიკის საშუალებით საერთაშორისო ნამუშევრის შექმნას გეგმავთ, კარგად შეისწავლეთ თქვენს სამიზნე ბაზრებზე არსებული კანონები…

2024 წელს NASA „მზესთან შეხებას“ აპირებს!

პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია