15
აგვ
2018

20 აგვისტოდან, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ახალი პირობებით გაგრძელდება

15 აგვ 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს ახალი პირობებით განაგრძობს.

BOG name
Bog name mob

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით მაშინ, როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს

პროგრამის მიზანი: რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაცია; რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; რეგიონებში თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება; ეკონომიკური მიგრაციის შემცირება

მხარდაჭერა: 

  • ბიზნესის წამოწყებისა და/ან არსებულის გაფართოება გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა;
  • ტექნიკური მხარდაჭერა, ტრენინგების/სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.

გრანტის მოცულობა: ერთ მეწარმე სუბიექტზე არაუმეტეს 20,000 ლარის ოდენობით, ბენეფიციარის მხრიდან 20% თანამონაწილეობით (მათ, ვისაც უკვე უსარგებლია მიკრო მეწარმეობის კომპონენტით 50% თანამონაწილეობა) .

განმეორებით დაფინანსება: არსებული ბენეფიციარების განმეორებითი დაფინანსებისას, განხორციელდება მხოლოდ წარმატებული სტარტაპების დაფინანსება (50% თანამონაწილეობით);

ბენეფიციარი: საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც განაცხადის შევსების მომენტში იქნება სრულწლოვანი;

არეალი: პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა;

პროგრამის ვადები: ხანგრძლივობა 14 თვე (გრანტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებიდან 6 თვეში (2018 წლის ნოემბერი-დეკემბერი), ხოლო მონიტორინგი განხორციელდება 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით);

პრიორიტეტები: ინტელექტუალური სერვისები; ქალი მეწარმე; სტარტაპი; სოფლად განხორციელებული ბიზნესი;

შეზღუდვები: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება;

გრანტის თანხა: გაიცემა მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესაძენად. აუცილებელია ბენეფიციარმა წარადგინოს შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტი (ზედნადები);

განხორციელება: განხორციელება მოხდება კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით (არსებულები);  

ეტაპები:

  • ბიზნეს იდეების კონკურსი;
  • ტრენინგი ზოგად მეწარმეობაში;
  • ბიზნეს გეგმების კონკურსი;
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • თანამონაწილეობის თანხის ჩარიცხვა;
  • გრანტის თანხის ჩარიცხვა;
  • დამატებითი ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. არსებული ბენეფიციარების შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ბიზნეს გეგმის შემოტანა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ, ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე, თანადაფინანსების სახით, გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412  მოსარგებლეა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა.

განხილვა