ქართულ საფინანსო ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლების ტენდენცია შეინიშნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრისთვის, ქართულ ბაზარზე 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. წლევანდელი ოქტომბრისთვის, მათი რიცხვი 12-ით შემცირდა და 67 გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბაზარი სამმა ასეთმა ორგანიზაციამ დატოვა. აღსანიშნავია, რომ კლების მსგავსი ტენდენცია არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე – მათი რიცხვი 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე მხოლოდ ერთით შემცირდა და ამჟამად 15-ია. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, მათი რიცხვი, წინა წელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და ამჟამად, ქართულ ბაზარზე 17 ასეთი კომპანია მოღვაწეობს.
ტოვებენ, თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ ბაზარს
