14
Nov
2018

ბრიტანული კომპანიების თანამშრომელთათვის მიკროჩიპების იმპლანტაცია იგეგმება

14 Nov 2018

veon
veon


ბრიტანეთის უმსხვილესმა დამსაქმებელმა ორგანიზაციამ სულ ახლახანს გააჟღერა იდეა ბრიტანული კომპანიების თანამშრომელთათვის მიკროჩიპების იმპლანტაციის შესახებ. მათი აზრით, ეს მოვლენა უსაფრთხოებას მეტად გარანტირებულს გახდის. ბრიტანულმა ფირმამ “BioTeq”, რომელიც მსგავს ჩიპებს სთავაზობს ბიზნესებსა და კომპანიებს, უკვე დაამზადა 150 იმპლანტი. 

მსგავსი ჩიპების მეშვეობით ადამიანები შეძლებენ კომპანიაში შესვლასა და ინფორმაციაზე წვდომას. ამგვარი სერვისით სარგებლობა მალე სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. როგორც ერთ-ერთი ჩიპების მწარმოებელი კომპანია “BioHax” აცხადებს, სხვადასხვა კომპანიას მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი აქვს, რომელზე წვდომაც აუცილებლად შეზღუდული უნდა იყოს, აღნიშნული ჩიპები კი ამ კუთხით უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის. 

განხილვა