9
Nov
2019

რა არის მიკროკონტენტი და რატომ სჭირდებათ ის ბრენდებს?

9 Nov 2019

გსმენიათ მიკროკონტენტზე? – ბრენდების მიერ მომხმარებელთან კომუნიკაციის ორიგინალური საშუალება, რომელიც თქვენი სოციალური მედიასტრატეგიის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უფრო ზუსტად, რა არის მიკროკონტენტი? – ეს არის საგულდაგულად დამუშავებული ინფორმაცია, მაქსიმალურად, ლაკონიურად გადმოცემული,  სპეციფიკური ინფორმაცია, რომლის აღქმაც წამებშია შესაძლებელი.მიკროკონტენტი, როგორც სოციალური მედიის ძირითადი სტრატეგია
დღესდღეობით, მიკროკონტენტის საშუალებით კომუნიკაციის გზას, სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი ირჩევს. იმიტომ, რომ ესაა საშუალება, ვრცელი ინფორმაცია მოკლედ ისე გადმოსცე, რომ როგორც ბრენდმა, შენს პოტენციალზე ხაზგასმა და მომხმარებლის ყურადღების ამისკენ მიპყრობა შეძლო.

გამოიყენე სხვადასხვა ტიპის მიკროკონტენტი
მიკროკონენტის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს: მიმები, მოკლე ვიდეოები, ჰედლაინები, ტვიტერის ქარდები, მოკლე ტექსტები, ილუსტრაციები და სხვა. ამ და სხვა ფორმების კონტექსტსა და ბრენდის ინტერესებზე მორგება აუდიტორიასტან საკომუნიკაციოდ შემუშავებული ეფექტური ინსტრუმენტი იქნება.

განსაზღვრე უნიკალური სტილი
დიდი ხანია, ინტერნეტი აურაცხელი ინფორმაციის წყაროა და შესაბამისად, უნიკალური სტილის შექმნაც სულ უფრო რთულდება და გარდა ამისა, მოვლენების სწრაფად ცვლილებებთან ერთად, ადაპტურობის უნარიც საჭიროებაც იზრდება. თუ ამას ვერ მოახერხებ და აუდიტორიას ერთი კონკრეტული  სტილის კონტენტს შესთავაზებ, ერთ მშვენიერ დღესაც, მას მობეზრდები.

პატარ-პატარა რჩევები:
-კომუნიკაციისას არ გამოიყენო ლექსიკონი, რომელიც რთული და ძნელად გასაგებია;
-გამოიყენე გრაფიკები და აუდიტორიას მოკლედ მოუყევი ახალ ტრენდებზე;
-ახალი მეთოდების ცდის ნუ შეგეშინდება, მანამდე სცადე, სანამ საუკეთესოს არ მიაგნებ;
-დეტალებზე გააკეთე აქცენტი, რომელიც მაქსიმალურად კარგად ასახავს ბრენდის სახეს;
-წარმოსახვას გასაქანი მიეცი და იფრინე;

მიკროკონტენტი არ ნიშნავს აუდიტორიისთვის უსარგებლო, უინტერესო ან თუნდაც, მხოლოდ გარსართობიინფორმაციის მიწოდებას. მომხმარებელთან ურთიერთობის ეს ფორმა საშუალებას გაძლევს, რომ ჩაითრიო და სოციალური მედიასტრატეგია 100%-ით ეფექტური გახადო.



განხილვა