27
Jul
2018

Microlino – 2019 წლის ელექტრომობილის კონცეპტი, რომელიც 1956 BMW „Isetta“-ს ინსპირაციით შეიქმნა

27 Jul 2018

საქართველოში სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება ელექტრო ავტომობილები. მსოფლიო ამ გზას დიდი ხანია დაადგა. ახლა კი ევროპული და ამერიკული კომპანიები ცდილობენ, ყოველი მომდევნო მოდელი რაც შეიძლება პრაქტიკული იყოს და გაუმჯობესებული მონაცემები ჰქონდეს.

2019 წელს გერმანიაში ელექტრო ავტომობილი Microlino გამოვა, რომლის წარმოებაც 2018 წლის დეკემბერში დაიწყება.

„მიკროლინოს“ შემქმნელებისთვის ინსპირაციის წყარო ლეგენდარული 1956 BMW „Isetta“ იყო.

Microlino სიგრძეში, სულ რაღაც, 2 მეტრი და 40 სანტიმეტრია. აქვს ორი სავარძელი და ერთადერთი კარი, რომლითაც ორივე მგზავრი ისარგებლებს.  რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს: „მიკროლინო“ სრულად 4 საათში იტენება. მის ბატარეას ორი ოფცია აქვს: პირველ შემთხვევაში მანქანა 140 კმ-ს, მეორე ვარიანტში კი 215 კმ-ს გაივლის. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 90კმ/სთ-ია.

მომავალ მფლობელს გემოვნების, სტილისა და პიროვნების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება არჩევანი 8 სხვადასხვა ფერის Microlino-ს შორის გააკეთოს.

განხილვა