in

ჰაკერებისთვის მინი კომპიუტერი შექმნეს

ათი წლის წინ, GPD MicroPC თუ უბრალოდ გამძლე 6-დიუმიანი პორტატიული კომპიუტერი იყო, რომელსაც Celeron N4100 პროცესორი ამუშავებდა, წელს კი დიდი განახლება გადაწყვიტეს — MicroPC 2 უფრო მკვეთრი, სწრაფი და ინოვაციურია. თუმცა სანამ დეტალებში შევალთ, ერთი რამ მკაფიოდ განვსაზღვროთ: ეს მოწყობილობა იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომლებმაც იციან, რა არის COM პორტი და რატომ სჭირდებათ, მათ შორის საველე ინჟინრებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

მართალია, დიზაინით ძალიან ჰგავს GPD-ის უფრო ახალ Pocket 4-ს, თუმცა მისი დნმ ფუნქციონალობაში იჩენს თავს. აქ გაცილებით უფრო მძლავრ Intel Processor N250-ს ვხვდებით Twin Lake-ის ოჯახიდან. ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ძველი N4100, თუმცა მაინც 6-ვატიანი სიმძლავრის ფარგლებში რჩება. 

ოპერატიული მეხსიერებაც გაიზარდა — 16 GB LPDDR5-4800 უკვე საკმარისად სწრაფია ბევრი ამოცანის შესასრულებლად. რაც შეეხება ეკრანს უკვე 7-ინჩიანია. წონა კი, ორიგინალთან შედარებით, 10%-ით იმატებს, მაგრამ ასე მაინც 36%-ით მსუბუქია GPD Pocket 4-ზე. აქვე USB-A, USB-C, RJ45 Ethernet და HDMI გვხვდება. 

ამგვარად, MicroPC 2 კომპაქტურია კომპრომისებზე წასვლის გარეშე, ფუნქციონალურობას კი მოდური იერსახის შეცვლის გარეშე ინარჩუნებს. თავის სეგმენტს მიჰყვება და არც ტრენდებს მისდევს, ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანებისთვისაა, ჰაკერებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანებისთვის.

ფასი ან გამოშვების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, სავარაუდოდ, 800 დოლარის ირგვლივ იტრიალებს…

ბავშვობაში მარწყვის კბილის პასტა გიჭამიათ? — KFC ახლა ზუსტად ამას გთავაზობთ

ICR HOME-ში დიდი საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო!