in

Microsoft-მა ვინდოუსის ცნობილი ფონი სვიტერად აქცია

Microsoft ნოსტალგიების, სადღესასწაულო ტრადიციებისა და ტექნოლოგიების ქსოვას აგრძელებს — თუ მახინჯი საშობაო სვიტერებიდან გასულ წლებში Clippy და Minesweeper შემოგვთავაზა, ახლა მენიუში Bliss-ს ამატებს. 2023 წლის Windows Ugly Sweater პატივს მიაგებს ციფრული ისტორიის საკულტო ნაწილს, Windows XP Bliss ფოტოს, რომელიც კომპიუტერის მომხმარებლებმა ჯერ კიდევ 2001 წელს გაიცნეს. 

BOG
BOG

ეკრანზე კარგად გამოიყურება, მაგრამ თქვენზე უკეთესად…, — აცხადებენ კომპანიაში. 

ის 2000-იანი წლების კომპიუტერების ეპოქის სინონიმია, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ციფრულ სამყაროში. 1996 წელს ფოტოგრაფმა ჩარლზ ო’რეარმა გადაიღო და გაყიდა. მოგვიანებით კი, უკვე 2000 წლისთვის, Microsoft-მა შეიძინა და დესკტოპის ფონად შემოგვთავაზა. გარდა ნოსტალგიებისა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ფოტოცაა.

მეტიც, Microsoft ფონების სერიას აზიარებს, რომელიც კვლავ Bliss-ით არის შთაგონებული. შეგიძლიათ როგორც დესკტოპისთვის, ისე ტელეფონებისთვისაც გადმოწეროთ, რაც ციფრულ რეალობაში წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ. 

Bliss-ის ფასი 69.99$ იქნება, ზომები კი SM-დან 3XL-ამდეა ხელმისაწვდომი, რომლის ყიდვასაც Xbox Gear Shop-იდან შეძლებთ. გაყიდვებიდან შემოსული თანხა The Nature Conservancy-ს გადაეცემა, ორგანიზაციას, რომელიც მიწებისა და წყლების შენარჩუნებაზე ზრუნავს… 

Minesweeper
Clippy

Europcar Georgia-ს ავტოპარკს Geely Coolray დაემატა

რივერ პარკი — Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი