in

Microsoft 2024 წლის 3 AI ტრენდს ასახელებს

შეგვიძლია, 2023 გენერაციული AI-ის წლად ჩავთვალოთ, რადგან სწორედ ამ დროს გადმოინაცვლა მან კვლევითი ლაბორატორიებიდან რეალურ ცხოვრებაში — მილიონობით ადამიანმა დაიწყო მისი გამოყენება ისეთი პოპულარული ხელსაწყოების საშუალებით, როგორებიც ChatGPT და Micorosft Copilot-ია. წელს კი მოსალოდნელია, რომ AI მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, მეტად ნიუანსური და ინტეგრირებული ტექნოლოგიებში, რომლებიც ყოველდღიურ საქმეებს გაგვიმარტივებს, გადაჭრის კიდეც მსოფლიოში არსებულ მწვავე პრობლემებს. ყოველ შემთხვევისთვის Microsoft-ში ასე ფიქრობენ და 3 მნიშვნელოვან AI ტრენდსაც გვიზიარებენ 2024 წლისთვის:

პატარა ენობრივი მოდელები — SLM

თუ Copilot გამოიყენეთ კომპლექსურ კითხვებზე პასუხების საპოვნელად, გამოდის, დიდი ენობრივი მოდელების (LLM) გამოყენების გამოცდილებაც გაქვთ. ეს მოდელები იმდენად დიდია, რომ ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან გამოთვლით რესურსებს ითხოვს, პატარა ენობრივი მოდელების (SM) განვითარების პროცესს კი ართულებს. 

თუმცა SLM-ც საკმაოდ ბევრ მონაცემს მოიცავს რამდენიმე მილიარდი პარამეტრით, პატარას კი LLM-ებთან შედარებით უწოდებენ, რომელიც ასობით მილიარდ პარამეტრს მოითხოვს. SLM-ები მაინც საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ თქვენს ტელეფონზე Offline რეჟიმში იმუშაოს. ეს პარამეტრები კი ცვლადებია, რომლებიც მოდელის ქცევას განსაზღვრავს. 

პატარა ენობრივ მოდელებს შეუძლია, AI მეტად ხელმისაწვდომი გახადოს მისი ზომის გამო. ამავდროულად, ჩვენ ვიპოვეთ გზები, რათა ისინი ისეთივე ძლიერები გავხადოთ, როგორც LLM-ები, — აცხადებს სებასტიენ ბუბეკი, Microsoft Research-იდან.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, Microsoft-ის მკვლევრებმა ორი SLM განავითარეს — Phi და Orca, რომლებიც გარკვეულ საკითხებს იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე დიდი ენობრივი მოდელები. ამიტომ, წელს გაუმჯობესებულ მოდელებს უნდა ელოდოთ, რომლებიც კვლევისა და ინოვაციებისთვისაა შექმნილი. 

მულტიმოდალური AI

LLM-ების უმეტესობას მონაცემის მხოლოდ ერთი ტიპის დამუშავება შეუძლია, მაგალითად ტექსტის, მაგრამ მულტიმოდალური მოდელები იაზრებს, როგორც ტექსტურ, ისე აუდიო, ვიდეო და სურათის სახით მიღებულ მონაცემებს. ამ შესაძლებლობას კი ტექნოლოგია უბრალო საძიებო სისტემიდან შემოქმედებით აპლიკაციაზე გადაჰყავს. მაგალითისთვის Copilot-შიც შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება ატვირთულ სურათზე, ეს კი მულტიმოდალური მოდელით ხდება შესაძლებელი, რომელიც ამუშავებს სურათებს, ბუნებრივ ენასა და Bing-ის მონაცემებს. დიახ, შეუძლია, თქვენს ფოტოზე ასახული ღირსშესანიშნავი ადგილის ისტორიულ მნიშვნელობაზე მოგაწოდოთ რელევანტური ინფორმაცია. 

მულტიმოდალურობას აქვს ძალა, შექმნას უფრო ადამიანური გამოცდილება, რომელიც უკეთ ისარგებლებს იმ შეგრძნებებით, რომლებსაც ვიყენებთ, იქნება ეს მხედველობა, სმენა თუ მეტყველება, — განმარტავს ჯენიფერ მარსმანი, ტექნოლოგიური ოფიცერი. 

AI მეცნიერებაში

ექსპერტები AI ხელსაწყოებს იყენებენ, რათა მეცნიერული მიღწევების ტემპი ააჩქარონ. მათი ძალისხმევა კი ისეთი პრობლემებისკენაა მიმართული, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგო კრიზისი და დაავადებები. 

კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად და ფერმერებისთვის ყოფის გასაუმჯობესებლად, Microsoft-ის მკვლევრები AI-ს იყენებენ, რათა ამინდის პროგნოზები, ნახშირბადის საზომები და სხვა ხელსაწყოები შექმნან მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის. ისეთ AI ტექნოლოგიებსაც გვთავაზობენ, რომლებიც ფერმერებს უცნობი მცენარეების ამოცნობაში დაეხმარება ან მორწყვის განსხვავებულ მეთოდებს შეადარებს ერთმანეთს სპეციფიკური მონაცემების მიხედვით. 

რაც შეეხება უშუალოდ მეცნიერებას, მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათების AI მოდელს იყენებენ კიბოსთან საბრძოლველად, ამასთან, ინფექციური დაავადებებისთვის წამლების საპოვნელად და ახალი მოლეკულების აღმოსაჩენად… სწორედ ამიტომ გვეუბნებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი მეცნიერულ აღმოჩენებში დიდ რევოლუციას შემოგვთავაზებს.

მანდალას ხელოვნებით შთაგონებული ლოგო — Dualos

Super Bowl LVIII-მა მაყურებლების რაოდენობით 1969 წლის მთვარეზე დაშვების რეკორდი მოხსნა!