უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენგანი მაიკროსოფტთან ერთად გაიზარდა, პირველი კომპიუტერი, Paint-ში ხატვა, Hotmail, Excel თუ სხვა მისი ისტორიისა და ჩვენი წარსულის ნაწილია. ამიტომ, სწორედ აქედან აიღო ინსპირაცია Koto-მ Microsoft-ის 50 წლის აღსანიშნავი ბრენდის იდენტობის შესაქმნელად. პატივი მიაგო ტექნოლოგიური გიგანტის გავლენასა და მემკვიდრეობას ხუთი ათწლეულის მანძილზე.
ბრენდი შემდეგ იდეას დააშენა: Change Needs Makers და შეგვახსენა: რომ არა მაიკროსოფტის უკან მდგომი ადამიანები, ვერ ვისარგებლებდით ახალი პროგრამებითა თუ ინოვაციებით და ვერც მის ამჟამინდელ AI ეპოქას ვიხილავდით.
ამგვარად, Koto-ს სისტემა სთორითელინგის სამ სტრუქტურას გვაცნობს:
სამყაროები — რომლებიც ადამიანებსა და პროდუქტებს შესაძლებლობებით სავსე ცოცხალ გარემოში ათავსებს.
საკულტო მომენტები — პატივს მიაგებს მაიკროსოფტის მიღწევებს 50-წლიან ისტორიაში.
შემდეგ & ახლა — ეპოქების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიის მუდმივ განვითარებას ასახავს.
შედეგად კი დინამიკურ, ოპტიმისტურ კამპანიას ვხედავთ, რომელიც წარსულსა და აწმყოს მომავალს უკავშირებს თამამი ვიზუალებით, წარმოსახვითი კომპოზიციებითა და კულტურული მომენტებით, რომლებმაც თაობები განსაზღვრა. სწორედ ამიტომ გეცნობათ დიზაინში ასახული დეტალები. მაგალითისთვის 50 წლის აღმნიშვნელი ლოგოს ინსპირაცია თავდაპირველი Windows-ის დიზაინი გახლდათ. ტიპოგრაფიაში Segoe Sans Display-ის მიმართეს და არც მაიკროსოფტის 6-ფერიანი პალიტრა დაუტოვებიათ წარსულში.
„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მაიკროსოფტი მხოლოდ კომპანია კი არა, შემოქმედებითობის, ინოვაციებისა და მიღწევების კატალიზატორია“, — ამბობს ჯოე ლინგი, Koto-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი და თუ როგორ მოახერხეს ეს, თავად შეაფასეთ: