in

Microsoft-მა ახალი შრიფტი შექმნა, რათა ნიგერიული კულტურისა და ენის გადარჩენაზე იზრუნოს

Pulaar — ასე ჰქვია დასავლეთ აფრიკაში დამკვიდრებულ ერთ-ერთ ენას, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა… ვინაიდან, მისი ანბანის ციფრული ვერსია აქამდე არ შეუქმნიათ, საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ დროთა განმავლობაში ონლაინ კომუნიკაციისას ვერ გამოყენების პარალელურად, ადგილობრივებშიც დაკარგავდა პოპულარობას.

BOG
BOG

ამ საკითხის გადასაჭრელად, Microsoft-მა და კრეატიულმა სააგენტო McCann New York-მა ერთად შეიმუშავეს ანბანის ციფრული ვერსია. მიღებული შედეგი კი ტექნიკური გიგანტის პროდუქციის კომპლექტში დაემატა. შრიფტი, სახელწოდებით ADLaM Display, პულარის ანბანის ციფრულ ალტერნატივას წარმოადგენს. ეს დასახელება საკმაოდ სიმბოლურია, რადგან იშიფრება, როგორც „ანბანი, რომელიც ხელს შეუშლის კულტურის, ხალხის გაქრობას“.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ენაზე მოსაუბრე 40 მილიონზე მეტი ადამიანისა, ანბანის განვითარება მხოლოდ 1989 წელს დაიწყეს. მაიკროსოფტმა კი ძმებ იბრაჰიმა და აბდულაე ბარის წამოწყებას შეუწყვეს ხელი. როგორც McCann-ის მთავარი მთავარი კრეატიული დირექტორი აღნიშნავს, შრიფტის შექმნა იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კრეატიულობა, ტექნოლოგია და ადამიანები გაერთიანდნენ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ზემოქმედებისთვის.

ADLaM Display, რომელიც პირველად შევიდა Unicode 9.0-ში 2016 წელს, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად და მალე განთავსდება Microsoft 365-ის ყველა აპლიკაციაში. ქვეყნის მთავრობამაც დაამტკიცა ის ოფიციალურ ანბანად და მისი გამოყენება სკოლებშიც დაიწყეს.

DARPA უსადენო ენერგიაზე მუშაობს

როგორ უნდა აქციონ მენეჯერებმა უკუკავშირი გუნდის ჩვევად?