in

Microsoft ხელოვნური ინტელექტის უფასო სასწავლო კურსს უშვებს

ის LinkedIn Learning-ზე იქნება ხელმისაწვდომი

veon
veon

რადგანაც ხელოვნური ინტელექტი გლობალურ განვითარებას განაგრძობს, კომპანიები ინდივიდუალური ძალისხმევით ცდილობენ ტექნოლოგიასთან ადაპტაციას. რა თქმა უნდა, რაღაცის ასათვისებლად, პირველ რიგში მისი ცოდნა და სპეციფიკის გაცნობაა საჭირო — ამას უკავშირდება Microsoft-ის უახლესი ინიციატივა, რომელიც AI სასწავლო პროგრამის ამოქმედებას გულისხმობს.

როგორც კომპანია აცხადებს, მისი პროექტი დასაქმებულებს თავიანთი უნარების გაფართოებაში დაეხმარება — LinkedIn-თან პარტნიორობით შემუშავებული კურსი ხელოვნური ინტელექტის ძირითად კონცეფციებსა და ჩარჩოებს მოიცავს. თანაც 2025 წლამდე ეს ყველაფერი სრულიად უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მართალია, ამ ეტაპზე LinkedIn Learning-ზე მხოლოდ ინგლისური ვერსიის ნახვა შეგვიძლია, მაგრამ მალე ამოქმედდება ესპანურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, გერმანულ, გამარტივებულ ჩინურ და იაპონურ ენებზე.

მას შემდეგ, რაც ინდივიდი სრულ კურსს გაივლის, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა. დროთა განმავლობაში მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ჩვენს შფოთვაზე — შემცირდება შიში, რომ ტექნოლოგია ჩაგვანაცვლებს და ამის ნაცვლად, მისი სწორად გამოყენების ახალ გზებს მივაგნებთ. ამასთან, Equinix-ის გამოკითხვის თანახმად, ხუთიდან ორი ლიდერი შეშფოთებულია თავისი გუნდის შესაძლებლობებით, რამდენად გაუმკლავდებიან წევრები AI ხელსაწყოების შემოდინებას.

„მიუხედავად იმისა, რომ AI-ის პოტენციალზე დიდი ყურადღება გამახვილდა ეფექტურობისა და ადამიანის კრეატიულობის გაღვივებისთვის, ხელოვნური ინტელექტი ასევე წარმოადგენს ცვლილებების ზღვას. ეს არის ახალი ხედვა, რომელიც ჩვენი სწავლის მეთოდებსაც ცვლის. ჩვენ გვჭირდება რევოლუციის მოწყობა და გვჯერა, AI დაგვეხმარება“, — განმარტავს ქეით ბეენკენი, Microsoft Philanthropies-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი.

როგორ ცდილობს Microsoft Excel სამსახურის აღფრთოვანებად ქცევას?

MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგი“ მოამარაგებს