in

Microsoft-მა Canva-ს კონკურენტი აპლიკაცია საჯაროდ გამოუშვა!

Microsoft-მა სულ ახლახან გაგვიმხილა, რომ თავისი AI Designer-ის აპლიკაცია ოფიციალურად ჩაეშვა და ახლა იგი როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. გამოდის, უკვე თავადაც შეგიძლიათ სცადოთ. Canva-ს მსგავსი აპლიკაციაა, რომელიც სურათებისა და დიზაინების გენერირების საშუალებას იძლევა ტექსტურ მოთხოვნაზე დაფუძნებით, რათა შექმნას სტიკერები, მისალოცი ბარათები, მოსაწვევები და მრავალი სხვა რამ. 

Designer-ის ვებვერსია 80-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი, უფასო მობილური აპლიკაციის სახითაც გვევლინება და WIndows-ზეც მარტივად შეძლებთ მის პოვნას. აქვე აღმოაჩენთ Prompt Templates-ს, რომელიც შემოქმედებითი პროცესის დაწყებას გაგიადვილებთ — შაბლონები მოიცავს აღწერილობებსა თუ განსხვავებულ სტილს, რომელიც ექსპერიმენტებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ და სასურველიც აირჩიოთ. შემდგომ ამ შაბლონის მეგობრისთვის გაზიარებასაც მოახერხებთ.

სტიკერების გარდა, აქ ემოჯების, კლიპარტების, ფონების, მონოგრამების, ავატარებისა და სხვა მსგავსი გამოსახულებების შექმნაა შესაძლებელი, ამისთვის უბრალოდ სწორი ტექსტური მოთხოვნა დაგჭირდებათ. 

Designer სურათების რედაქტირებისა და სტილის შეცვლის საშუალებასაც მოგცემთ, ამას კი უშუალოდ პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით გააკეთებს. მაგალითისთვის, შეგიძლიათ, სელფი ატვირთოთ, შემოთავაზებული სტილიდან სასურველი აირჩიოთ და შემდგომ დამატებითი დეტალებიც მიაწოდოთ, რათა ზუსტად გაიგოს, როგორ გსურთ ფოტოს შეცვლა. 

მალე Canva-ს კონკურენტ აპლიკაციას ფონის ჩანაცვლების ფუნქციაც დაემატება, აქაც კვლავ ტექსტურ მოთხოვნას უნდა მიმართოთ, რომელიც სურათების გარდაქმნის საშუალებას მოგცემთ… თუმცა სანამ ეს მოხდება, შეგიძლიათ Designer-ის გატესტვის პროცესი ავატარების შექმნით დაიწყოთ.

 

Safari სათვალთვალო კამერების წინააღმდეგ — Apple-ის ახალი რეკლამა

ნახეთ: ისლანდიის მრავალფეროვანი პეიზაჟების 4K ვიდეოები