ჯერ იმას გეტყვით, რომ Microsoft ვალდებულია 2030 წლისთვის ნახშირბადუარყოფითი იყოს, თუმცა 2020 წლის შემდეგ კომპანიის ემისიები 40%-ით გაიზარდა! აი, ეს კი მის მოწინავე AI ბიზნესს უნდა მივაწეროთ. კომპანიამ მრავალი განახლებადი ენერგიის წყარო იყიდა, მაგრამ ისეთი ემისიები, რომლებიც ფრენას უკავშირდება, შეუძლებელი იყო, აღმოეფხვრათ… და რა უნდა გააკეთოს მაიკროსოფტმა?
ერთი ვარიანტი DAC-ის მეთოდია, რაც ატმოსფეროდან ნახშირბადის მოცილებას გულისხმობს. მაიკროსოფტიც დიდ ინვესტიციებს დებდა ამ მიმართულებით, თუმცა პროცესი ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა. სტარტაპები კი მრავალ განსხვავებულ მიდგომას მიმართავენ, რათა ყველაზე იაფიან და ეფექტურ გზას მიაგნონ.
თუმცა მაიკროსოფტმა ახლახან განაცხადა, რომ პროცესის დასაჩქარებლად, Royal Bank of Canada-სთან (RBC) ერთად, წინასწარ 10 000 ტონა ნახშირბადს იყიდის 10 წლის განმავლობაში Deep Sky-ისგან, რომელიც DAC პროექტის შემქმნელი გახლავთ. მეტსაც გეტყვით, სხვებისგან განსხვავებით, Deep Sky კანადაში უკვე 8 სტარტაპს მასპინძლობს, რათა გაიგოს, რომელი დაეხმარება მიზნების მიღწევაში საუკეთესოდ. მესამე მხარის საშუალებით კი მზის ენერგიასაც იძენს და ასე ნახშირბადის შენახვის საკითხსაც აგვარებს.
პროექტი აპრილისთვის უნდა ამოქმედდეს, Microsoft-ისა და RBC-ის წვლილი კი ნახშირბადის შემცირების კუთხით ივნისში გამოჩნდება. თუ ამ ყველაფერს DAC-ის სტანდარტების მიხედვით შევხედავთ, პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. შესაძლოა, საკმარისი არ იყოს დათბობის პროცესის თავიდან ასარიდებლად, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, ამჯერად დასახული მიზნების მიღწევას ნამდვილად შეძლებენ…
აქვე შეგახსენებთ, რომ წელს CO2-ის ემისიების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.