in

Microsoft ყველაზე დიდ AI მოდელს ქმნის, რომელსაც კიბოს დადგენა შეეძლება!

ეს დაავადებასთან ბრძოლაშიც დაგვეხმარება…

Microsoft ჯანდაცვის ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Paige-თან გაერთიანდა, რათა მეტად ამბიციურ მიზანს მიაღწიოს — შექმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი, სურათებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც კიბოს დაადგენს!

პროექტი Paige-ის Large Foundation Model-ს ეფუძნება, რომელიც თითქმის მილიარდი სურათისგან შედგება და კიბოს განსხვავებულ ტიპებს მოიცავს. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, მომავალი სუპერმოდელი, შესაძლოა, ახალ თაობებს ბიომარკერების ამოცნობაში დაეხმაროს, რაც დაავადებასთან ბრძოლის საზღვრების გაფართოებასაც ნიშნავს.

განვითარების შემდგომ ეტაპზე კი კომპანია 4 მილიონი ე. წ. ციფრული მიკროსკოპული სლაიდის დამატებას გეგმავს, რომლებიც, თავის მხრივ, კიბოს მრავალფეროვან ტიპებს წარმოადგენს. ამ სლაიდების წყარო იმ კლინიკური მონაცემების არქივი იქნება, რომელსაც მაიკროსოფტის სუპერკომპიუტერული ინფრასტრუქტურა იყენებს.

Microsoft და Paige თვლიან, რომ ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს AI მოდელების გაწვრთნაში, თანაც უპრეცედენტო მასშტაბზე, რის გამოც იმასაც გვპირდებიან, რომ იგი თავის სრულ პოტენციალს მიაღწევს. სწორედ ამის შემდგომ დაინერგება ეს ტექნოლოგია საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Minolta – იაპონური ინოვაცია ფირის ფოტოგრაფიის საუკუნოვან ინდუსტრიაში

წიგნები, რომლებიც ფსიქოლოგიით გატაცებულებს მოეწონებათ