in

Microsoft წყვეტს AI სისტემის გამოყენებას, რომელსაც ემოციების ამოცნობა შეუძლია

veon
veon

რამდენიმე თვის წინ Facebook-მა გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად ამოიღებს სახის მარკირების ტექნოლოგიას. ახლა კი Microsoft სახის ამომცნობ ხელოვნურ ინტელექტს გააუქმებს, რომელიც, როგორც ამბობენ, ემოციების ამოცნობაშია დახელოვნებული.

Engadget-ის თანახმად, მაიკროსოფტის ამ სისტემას შეუძლია გაიგოს, მოწყენილი ხართ, ბედნიერი თუ გაბრაზებული… და, ამავდროულად, ტექნიკური გიგანტის AI პროგრამას აქვს უნარი, გამოავლინოს ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ასაკი, სქესი და ვარცხნილობა. თუმცა ახალი მომხმარებლები Microsoft Face-ის ფუნქციებზე წვდომა აღარ ექნებათ, ხოლო ვინც უკვე იყენებს მას, მხოლოდ 2023 წლის 30 ივნისამდე ექნება ვადა.

სიახლე კომპანიის Responsible AI Standard-ის განახლების ნაწილია, რომელიც ასახავს, თუ როგორ აპირებს კომპანია თავისი AI ტექნოლოგიის განვითარებასა და განთავსებას. ამისათვის კი Azure Face API-ში სახის ამოცნობის პროგრამაზე წვდომა იქნება საჭირო.

„ჩვენ მოვხსნით სახის ანალიზის შესაძლებლობებს, რომლებიც ემოციური მდგომარეობისა და პიროვნების ატრიბუტების დასადგენადაა შექმნილი, როგორიცაა სქესი, ასაკი, ღიმილი, წვერები, თმა და მაკიაჟი“, — ნათქვამია განცხადებაში. შესაბამისად, ამ ინფორმაციების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები მცირდება, მათ შორის სტერეოტიპების, დისკრიმინაციის ან ადამიანების მომსახურებაზე უსამართლო უარის თქმა.

რაც უფრო ძლიერი ხდება ხელოვნური ინტელექტი, მნიშვნელოვანია, რომ მსხვილმა კორპორაციებმა მიიღონ ზომები, რათა მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის დაცვა უზრუნველყონ და ტექნოლოგია მავნე მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი საქართველოში ტურისტების დასახვედრად?

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 32 წლისაა!