Microsoft-ის უახლესი კამპანია სამუშაო სივრცეში ხელოვნური ინტელექტის ახალ ეპოქას ასახავს, რაღა თქმა უნდა, Windows 11 Copilot+ PC-სთან ერთად. რეკლამების ავტორი დანო სერნია, მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, რომელიც ინოვაციური ვიზუალური ეფექტებითა და მიმზიდველი სთორითელინგითაა ცნობილი. ეს კადრებშიც თვალშისაცემია — ერთი შეხედვით ოფისის ჩვეულებრივი თანამშრომლები, სასწრაფო დავალების მიღების შემდეგ კი აღარ შფოთავენ, არამედ სუპერ გმირებად იქცევიან. ამას კი ხელოვნურ ინტელექტს უნდა ვუმადლოდეთ:
Powers of Me-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტოებმა Dreambear-მა და Transmission-მა იმუშავა.