in

Microsoft უსინათლო ადამიანებისთვის AI ზურგჩანთას ქმნის

ჭკვიანი მოწყობილობები ჩვენთვის ძალიან ახლობელი კი გახდა, მაგრამ Microsoft მაინც ახერხებს მომხმარებლების გაკვირვებას. კომპანია ჭკვიან ზურგჩანთას გვთავაზობს, რომლის ტარებასაც ჩვეულებრივ შევძლებთ. ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი და მისი მფლობელის ირგვლივ არსებული ობიექტების დადგენა შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მაიკროსოფტის ზურგჩანთა სხვა ამოცანებსაც შეასრულებს, მომხმარებელს ინფორმაციას ღრუბლოვანი სერვერებიდან მიაწვდის და ახლომდებარე მოწყობილობებსაც დაუკავშირდება. 

როგორც განმარტავენ, ზურგჩანთა ეფექტური დამხმარე იქნება მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის, რომელთაც გარემოს მიმოხილვა სჭირდებათ — ის ყველაფერს დააფიქსირებს და გადასცემს მათ ჩაშენებული კამერის, მიკროფონის, დინამიკის, ინტერფეისის, პროცესორის თუ მეხსიერების დახმარებით. 

პატენტში Microsoft ზურგჩანთის საინტერესო გამოყენების მაგალითებსაც გვიზიარებს — მათ შორისაა მფლობელის ინფორმირება, როცა იგი სათხილამურო საზღვრებს სცდება, შეხვედრის ჩანიშვნა კალენდარში და სასურსათო მაღაზიაში კონკრეტული პროდუქტის ფასის დადგენა. 

ამჟამინდელი კონცეფცია უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭკვიან ტარებად მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია, თქვენი ხელების დახმარების გარეშე, ციფრული ასისტენტის მსგავსად იმუშაოს. მეტიც, იგი კონტექსტსაც შესანიშნავად აცნობიერებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შესაბამისი ბრძანებები მისცეს მას, — განმარტავენ კომპანიაში. 

მართალია, ჯერ არ ვიცით, როდის გამოვა Microsoft-ის ზურგჩანთა ბაზარზე, მაგრამ ამ ეტაპისთვის მსგავსი რამ თითქმის არ არის ხელმისაწვდომი. ამგვარად, შესაძლოა, მაიკროსოფტის დაპატენტებული იდეა მომავალში ჩვენთვის აუცილებელ ნივთადაც იქცეს… 

„ადგილი საცხოვრებლად. წარმოსახვითი თბილისი” – თბილისი თანამედროვე ხელოვანების თვალით

სოციალური მედიის მენეჯმენტი და ედვერთაიზინგი – ორი პროფესია თუ ერთი?