in

Microsoft-ის ახალი კვლევა – მზად ვართ თუ არა ჰიბრიდული სამუშაო მოდელისთვის?

სტატიაში მოცემულია შვიდი ტენდენცია, რომლებიც ჰიბრიდული სამუშაო სამყაროს მომავალს განსაზღვრავს

ჩვენ ისეთივე ცვლილებების პირას ვიმყოფებით, როგორც გასული წლის ამ დროს, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. ახლა კი, საქმე ეხება ჰიბრიდულ მუშაობაზე გადასვლას – ეს არის შერეული მოდელი, რომლის ფარგლებშიც ზოგიერთი თანამშრომელი ონლაინ მუშაობას განაგრძობს, ზოგიერთი კი ოფისს უბრუნდება. ასეთ მოდელს ყველასათვის ცნობილი Microsoft იყენებს და საკუთარ სტრატეგიასაც გვიზიარებს, თუ როგორ მუშაობს ის 160,000+ თანამშრომლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დროისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად ყველანი ვსწავლობთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ორი რამ არის ისეთი, რაც დანამდვილებით ცნობილია – მოქნილი სამუშაო სამუდამოდ დარჩება და ნიჭიერების ლანდშაფტი ძირეულად შეიცვალა. დისტანციურმა ცხოვრებამ ზოგიერთ ჩვენგანს ახალი სამსახურებისკენ გაუხსნა გზა, მეტი დრო გამოინახა ოჯახისთვის და დროისა და ადგილმდებარეობის ფაქტორი. თუმცა წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რაც ახლა უფრო ხშირი და აშკარა ხდება – ციფრული ამოწურვა რეალური, არამდგრადი საფრთხეა.

გლობალური მუშახელის 40%-ზე მეტი ფიქრობს, რომ წელს თავის სამსახურს მიატოვებს. ჰიბრიდული მუშაობისადმი გააზრებული მიდგომით თუ ვიმსჯელებთ, ის კრიტიკული იქნება მრავალფეროვანი ნიჭის მოსაზიდად და შენარჩუნებისთვის.

სტატიაში კი მოცემულია, როგორ წარმოქმნა 2020-მა სამუდამო ცვლილებები მუშაობის თვალსაზრისით და შვიდი ტენდენცია, რომლებიც ჰიბრიდული სამუშაო სამყაროს მომავალს განსაზღვრავს.

1. მოქნილი სამუშაო გარემო სამუდამოდ დარჩება

თანამშრომელთა გამოკითხვების სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი მომავალი უკიდურესი მოქნილობა და ჰიბრიდული მუშაობაა. როგორც Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა აღნიშნავს, დამსაქმებლებმა უფრო ფართოდ უნდა განსაზღვრონ პროდუქტიულობა – თანამშრომლობის, სწავლისა და კეთილდღეობის გათვალისწინებით, რათა როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ თანამშრომლებს მიეცეთ დასაქმების საშუალება. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოქნილი სამუშაო გარემოს ფარგლებში უნდა გაკეთდეს.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებმა განსაზღვრონ, როგორ უნდა გადაანაწილონ დისტანციური და ფიზიკური სამუშაო გარემო. სახლიდან მუშაობის ერთი წლის თავზეც კი, თანამშრომელთა 42% აცხადებს, რომ მათ არ აქვთ აუცილებელი საოფისე ტექნიკა და 10-დან ერთის ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. სამწუახროდ, მიუხედავად მსგავსი პრობლემებისა, 46%-ზე მეტის თქმით, დამსაქმებელი არ ეხმარება დისტანციურად მუშაობაში.

ბუნებრივია, გასულ წელს ერთობლივმა ონლაინ მუშაობამ, თითქოს, ყველა ერთ, ვირტუალურ მდგომარეობაში მოაქცია. ჰიბრიდული გარემო კი ამას ცვლის და ასეთ დროს მთავარია იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომლებს მოქნილობის საშუალება მიეცეთ – იმუშაონ იმ დროს,, როცა სურთ და იქიდან, საიდანაც სურთ. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობა, როგორც სახლში, ისე ოფისში.

2. ლიდერები არ კონტაქტობენ თანამშრომლებთან და გამოღვიძებას საჭიროებენ

როგორც ჩანს, მრავალი ლიდერი უკეთ მუშაობენ, ვიდრე მათი თანამშრომლები. ლიდერების 61% ამბობს, რომ ისინი ახლა “აყვავებულები არიან”. მათი თქმით, უკეთ ახერხებენ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, უფრო მაღალი შემოსავლის მიღებას.

“ოფისში მოულოდნელი შეხვედრები ხელს უწყობს ლიდერების უბრალოებას. დისტანციური მუშაობით ნაკლები შანსია, თანამშრომლებს ჰკითხონ: “ჰეი, როგორ ხარ?” და შემდეგ ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი რეპლიკები, როგორ რეაგირებენ ისინი. თუმცა მონაცემები ცხადია – ჩვენი ხალხი იბრძვის. მათ დასახმარებლად ახალი გზები უნდა გამოვნახოთ” – ამბობს ჯარედ სპატარო, Microsoft-ის CVP.

გამოკითხულთა შორის უმეტესობა თაობა X-ის (1965-1979-მდე დაბადებულები) წარმომადგენელია, თანაც მამაკაცი. ამის საპირისპიროდ თაობა Z-ის (1990-დან 2000-მდე დაბადებულები) ქალი ლიდერებისა და წინა ხაზის თანამშრომლების თქმით, გასულ წელს ყველაზე დიდი ბრძოლა დასჭირდათ.

ხოლო სხვა, გლობალური მუშახელის 37% ამბობს, რომ მათი კომპანიები მსგავს სიტუაციაში ზედმეტად ბევრს ითხოვენ მათგან.

3. მაღალი პროდუქტიულობა დამქანცველი სამუშაო ძალის გადაფარვას წარმოადგენს

გასული წლის განმავლობაში თვითშეფასებული პროდუქტიულობა მრავალი თანამშრომლისთვის იგივენაირი დარჩა, ან უფრო მეტად გაიზარდა. ყოველი მეხუთე რესპოდენტის თქმით, მათი დამსაქმებელი არ ზრუნავს მათ სამუშაო და ცხოვრების ბალანსზე. 44% თავს გადატვირთულად გრძნობს, 29% კი – ამოწურულად, რაც გაცილებით ცუდი მდგომარეობაა.

მომუშავეთა დღეების ციფრული ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – გასული წლის შემდეგ სტაბილურად იმატებს შეხვედრებისა და შეტყობინებების რაოდენობა. მაგალითისთვის, Microsoft-ის გუნდების შეხვედრებზე გატარებული დრო გლობალურად გაორმაგდა და 45%-ით მეტი ჯგუფური შეტყობინება იგზავნება კვირის განმავლობაში. ინდივიდუალურად კი 42%-ით მეტი შეტყობინება საათში.

კომერციული და განათლების მომხმარებლებისთვის თებერვალში გაგზავნილი ელ.ფოსტის რაოდენობა, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 40.6 მილიარდით გაიზარდა.

ასეთი სტატისტიკა ადასტურებს, რომ ჩვენი სამუშაო დღის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა და შესაბამისად, საქმეც, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ასრულებენ.

4. თაობა Z რისკის ქვეშ იმყოფება და მისი ენერგიის განახლებაა საჭირო

როგორც ჩანს, შეუმჩნეველი დემოგრაფია წნეხის ქვეშაა – თაობა Z-ის 60%, ძირითადად 18-დან 25 წლამდე ასაკის ხალხი, აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან.

“ონლაინ მუშაობამ, როგორც მათმა კარიერულმა დასაწყისმა, გაცილებით საშიში გამოწვევები წამოაყენა, სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ. დერეფანში საუბრების, შემთხვევით შეხვედრებისა და ყავის დროს მცირე საუბრის გარეშე ძნელია, ახლო კავშირის დამყარება მცირე გუნდთანაც კი, მით უფრო მაშინ, თუ დიდ მასშტაბებს ეხება საქმე” – აღნიშნავს Microsoft-ის პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი, ჰანა მაკკონაჰი.

ეს თაობა უფრო “მარტოხელაა” და კარიერასაც ადრე იწყებს, რაც თავის მხრივ, უფრო მეტად აგრძნობინებს იზოლაციის გავლენას, მოტივაციის დაკარგვას ან ფინანსური შესაძლებლობების არარსებობას, სახლში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გამოკითხულმა რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ მათ ხშირად უჭირთ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება და დღის ბოლოს თავს გამოფიტულად, ძალაგამოცლილად გრძნობენ.

ახალი თაობები ახალ პერსპექტივებს გვთავაზობენ და ეჭვქვეშ აყენებენ ტრადიციულ, მოძველებულ მიდგომებს. მიზნისა და კეთილდღეობის გრძნობის მისაღწევად, ჰიბრიდულ მუშაობაზე გადასვლა აუცილებელია.

5. ქსელების შემცირება საფრთხეს უქმნის ინოვაციას

პანდემიამ გამოიწვია იზოლაცია, რომელსაც ადამიანები პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებაში გრძნობენ. მონაცემებზე დაყრდნობით, აშკარა ტენდენცია გამოვლინდა – დისტანციურად მუშაობამ ჩვენი ქსელები შეამცირა. პანდემიის დაწყებისთანავე, ნათელი გახდა, რომ ახლო კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა, შორეული კი უფრო მეტად შესუსტდა. თუმცა ამ მჭიდრო გუნდურმა ურთიერთობებმაც იკლო დროთა განმავლობაში.

“როდესაც კავშირს კარგავ, ინოვაციებს წყვეტ. ახალი იდეების მიღება უფრო რთულია და ჯგუფური აზრი სერიოზული შესაძლებლობა ხდება” – Microsoft-ის მთავარი მთავარი მკვლევარი, დოქტორი ნენსი ბაიმი.

საბედნიეროდ, ანალიზის თანახმად, ჰიბრიდულმა სამუშაოებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჩვენი ქსელების მუშაობას. ლოქდაუნმა ბევრ შემთხვევაში კომუნიკაცია საგრძნობლად გაზარდა.

6. ნამდვილობა ხელს შეუწყობს პროდუქტიულობასა და კეთილდღეობას

როდესაც ადამიანები ფრონტის ხაზებზე დიდ სტრესს განიცდიდნენ – სამსახურეობრივ გარემოში შეიჭრა ოჯახის ყოველდღიურობა, ძაღლის ყეფა, ბავშვის ტირილი, კარზე ხარი და ა. შ., მუშაობა უფრო ადამიანური გახდა.

“პანდემიის დაწყებამდე ხალხს ვურჩევდით, მთელი საკუთარი თავი სამსახურებში წარმოედგინათ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება რთული იყო. ამ დროის საერთო დაუცველობამ უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა, კომპანიის კულტურაში სინამდვილე შემოგვეტანა და მუშაობა უკეთესი გამხდარიყო” – ამბობს ჯარედ სპატარო.

ეს ყველაფერი ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. გასულ წელთან შედარებით, ადამიანების 39% აღნიშნავს, რომ სამსახური ათი სრულყოფილი, ნამდვილი თვითმყოფადობაა. მეგობრული სამსახურეობრივი ურთიერთობები მაღალ პროდუქტიულობასა და საერთო კეთილდღეობას განაპირობებს.

ლიდერებმა და თანაგუნდელებმა უნდა იცოდნენ და დარწმუნდნენ, რომ მათი სამუშაო ურთიერთობა ხელს უწყობს ნამდვილობას, განსაკუთრებით ჰიბრიდულ გარემოში.

7. ჰიბრიდულ სამუშაო სამყაროში ნიჭი ყველგანაა

დისტანციური მუშაობისკენ გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მხარე ისაა, რომ ნიჭიერების ბაზარი ფართოვდება. პანდემიის დროს LinkedIn-ზე დისტანციური ვაკანსიების განთავსება ხუთჯერ გაიზარდა. ეს კი ხსნის ადგილმდებარეობის შეზღუდვას და ყველას შეუძლია, დასაქმდეს სხვა ქვეყანაშიც კი.

“ეს სავარაუდოდ დარჩება და ეს კარგია შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის დემოკრატიზაციისთვის” – კარინ კიმბროუ, LinkedIn-ის მთავარი ეკონომისტი.

ეს სასარგებლოა როგორც კომპანიებისთვის, ისე დასაქმებულებისთვის.

გზა წინსვლისკენ

ერთად აღებული ეს ტენდენციები აჩვენებს, რომ ჩვენ აღარ ვართ ვალდებულები, შევინარჩუნოთ ტრადიციული წარმოდგენები სივრცისა და დროის შესახებ. ამის ნაცვლად, შეგვიძლია, ჩვენი გონებრივი მოდელი მოქნილობისკენ მივმართოთ. ამ ხუთი სტრატეგიით, ბიზნეს ლიდერებს შეუძლიათ, თავიანთი ოპერაციული მოდელი შეცვალონ და ჰიბრიდულ მუშაობაზე გადავიდნენ.

1. შექმენით გეგმა, რომელიც ადამიანებს ექსტრემალურ მოქნილობას მისცემს

ყველა ორგანიზაციას დასჭირდება გეგმა, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, ფიზიკურ სივრცეს და ტექნოლოგიას. ეს იწყება კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემით: როგორ მოქმედებს ხალხი და რა სჭირდება მათ? ვინ შეძლებს დისტანციურად მუშაობას და ვინ – ოფისში სიარულს? Რამდენად ხშირად?

2. ჩადეთ ინვესტიცია სივრცესა და ტექნიკაში, ფიზიკური და ციფრული სამყაროს გადასალახად

ოფისის იდეა აღარ შემოისაზღვრება ოფისის გარემოთი. ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ უნდა მოამზადონ ყველა თანამშრომელი მათთვის საჭირო ხელსაწყოებით – ისინი მუშაობენ სახლიდან, საწარმოო სართულზე, ოფისში თუ მოგზაურობისას.

3. შეებრძოლეთ ციფრულ ამოწურვას თავიდანვე

როდესაც ვცდილობთ, უკეთესი მომავლის სამუშაო შევქმნათ, ციფრული ამოწურვის მოგვარება პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ლიდერისთვის. გაითვალისწინეთ, თუ როგორ უნდა შეამციროთ თანამშრომლების დატვირთვა, მიიღოთ სინქრონული და ასინქრონული თანამშრომლობის ბალანსი და შექმნათ კულტურა, სადაც შესვენებები წახალისდება.

4. პრიორიტეტი მიანიჭეთ სოციალური კაპიტალისა და კულტურის აღდგენას

ყველა სამუშაო გარემოში ჩვენის ქსელების გაფართოებასა და სოციალური კაპიტალის შექმნას შრომა სჭირდება, მაგრამ ეს კიდევ უფრთო რთულია ციფრულ სამყაროში. ამიტომ, გუნდებმა უნდა განაახლონ ქსელის შექმნა პასიური მცდელობიდან პრაქტიკულ მიმართულებამდე, წაახალისონ და დააჯილდოონ მენეჯერები, რათა პრიორიტეტი მიენიჭოს სოციალური კაპიტალის შექმნას და შეეცადონ, შექმნან კულტურა, სადაც სოციალური მხარდაჭერა ყვავის.

5. გადახედეთ თანამშრომლების გამოცდილებას საუკეთესო და მრავალფეროვანი ნიჭის მოსაპოვებლად

შეიცვალა ნიჭიერების ლანდშაფტი და შესაბამისად, თანამშრომლების მოლოდინები. საუკეთესო ლიდერები თანაუგრძნობენ თავიანთი ორგანიზაციის თითოეული ჯგუფის უნიკალურ საჭიროებებს და დისტანციურ მუშაობას ბერკეტად იყენებენ, საუკეთესო და მრავალფეროვანი ნიჭის მოსაზიდად.



როგორია ქსოვილის სახის ნიღბები მიკროსკოპის ქვეშ?

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი პირველი “თვითი” $2.9 მილიონად გაყიდა!