in

მაიკროსოფტი App Store-ის კონკურენტს ქმნის

veon
veon

ანდროიდის მომხმარებლებისთვის Play Store აპლიკაციების გადმოსატვირთად უალტერნატივო საშუალებად იქცა; ხოლო iOS-ის შემთხვევაში ასპარეზი App Store-მა დაიპყრო. თუმცა ამჟამად მაიკროსოფტი მათი კონკურენტის გამოშვებას გეგმავს.

როგორც კომპანიის თამაშების მიმართულების ხელმძღვანელი ფილ სპენსერი აღნიშნავს, ევროკავშირის ციფრული ბაზრის აქტი (DMA), რომელიც მომავალი წლის მარტში ამოქმედდება, მაიკროსოფტს ამ ამბიციის განვითარებაში დაეხმარება. უფრო კონკრეტულად, DMA მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, საკუთარი აპლიკაციები ეფლისა და ანდროიდის სისტემებზე აამოქმედონ. „გვსურს, ისეთ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ Xbox და სხვა კონტენტი მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ჩვენი, ისე მესამე მხარის პარტნიორებისგან. დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია მობილურ მოწყობილობებზე, მაგრამ მიზანიც ასეთი სამყაროს აშენებაა“, — აცხადებს სპენსერი.

რეალურად, ინიციატივა იმ პრობლემიდან იღებს სათავეს, რომელსაც მომხმარებლების მაიკროსოფტის აპლიკაციების ჩამოტვირთვისას წააწყდნენ. რადგანაც ყოველ მათგანს არ ჰქონდა App Store-ის მხარდაჭერა, Microsoft მომხმარებლებს სთხოვს, ესა თუ ის თამაში საფარის მეშვეობით გადმოწერონ მობილურ მოწყობილობებში, რაც ისეთივე მარტივი არ არის, როგორც აპლიკაციების მაღაზიების გამოყენების შემთხვევაში.

გამოდის, მთლიანობაში, მაიკროსოფტის ძალისხმევა, შექმნას საკუთარი აპლიკაციების მაღაზია თამაშებისთვის, გასაკვირი არ არის — თუ გავითვალისწინებთ Apple-ის შეზღუდვებს მის მოწყობილობებზე, ჩამოტვირთვებისა და აპს-შიდა შესყიდვების შესახებ.

როგორი იქნება მომდევნო 5 წელი საძიებო სისტემებისთვის? — სპეციალისტთა ვარაუდები

21 მარტს „ბაბალეში“ გაზრდილი CashBack აქციით შეძლებთ სარგებლობას!