in

„ChatGPT-ზე ძლიერი“ — Microsoft-მა განახლებული Bing წარადგინა

ცოტა ხნის წინ Google-მა ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტი Bard გაგვაცნო, რის შემდეგაც Microsoft კიდევ უფრო გააქტიურდა ამ კუთხით, იგი Bing-ის საძიებო სისტემისა და Edge ბრაუზერის ახალ ვერსიაზე საუბრობს. დიახ, მათ Bing გააახლეს, რათა გახდეს AI-ზე მომუშავე საძიებო სისტემა. იგი ერთ მარტივ გამოცდილებად აერთიანებს ინფორმაციების ძიებისა და ჩეთის ფუნქციებს, რომელზე წვდომაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. 

თუ კომპანიის მონაცემებს დავეყრდნობით, ყოველდღიურად პროგრამაში 10 მილიარდი ძიების მოთხოვნა შეჰყავთ, თუმცა მათი ნახევარი უპასუხოდ რჩება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ინდივიდები საძიებო სისტემებს არასწორად იყენებენ, შეჰყავთ ძალიან რთული კითხვები და სთხოვენ მას, შეასრულოს ის ამოცანები, რომლებისთვისაც საკმარისად აღჭურვილი არ არის… 

ახლა კი ახალი Bing შემდეგი თაობის OpenAI-ის დიდ ენობრივ მოდელზე მუშაობს, რომელიც ChatGPT-ზე ძლიერია. სპეციალურად ძიებისთვის არის შექმნილი და სისტემას აქვს უნარი, აიღოს მონაცემები ChatGPT-სა და GPT-3.5-სგან, რაც მას კიდევ უფრო სწრაფსა და ზუსტს გახდის. მსგავსად, Bing თქვენს კითხვებზე უფრო რელევანტურ პასუხებს მოგაწვდით, ფეხბურთის ქულებისა და ამინდის პროგნოზის ჩათვლით, დამატებითი ველით, სადაც უფრო დეტალური პასუხებიც იქნება ნაჩვენები. 

ზემოთ თუ გითხარით, რომ ადამიანების საძიებო სისტემებში ჩაწერილი კითხვები მათი კომპლექსურობის გამო უპასუხოდ რჩება, ახლა ბინგისთვის ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. შეგიძლიათ მას ჩაეკითხოთ კიდეც და უფრო მეტი დეტალი, სიცხადე თუ იდეა მოსთხოვოთ. ჩეტბოტი ამაზე შესაბამისი ლინკებით გიპასუხებთ. 

Bing-ს საინტერესო ფუნქციაც ემატება, რომელიც თქვენი ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს. მას უბრალოდ კითხვებზე პასუხის გაცემა კი არ შეუძლია, არამედ ისეთი კონტენტის შექმნაც, როგორიცაა ელ.ფოსტის დაწერა და სამოგზაურო მარშრუტის შედგენა.

ამასთან ერთად, Edge-ის ბრაუზერი AI-ის ორი შესაძლებლობით განახლდება, ესენია ჩეთი და შექმნის ფუნქცია. ჩეთის ფუნქციით მომხმარებლებს შეუძლიათ დიდი პასუხების შეჯამება მთავარ ქივორდებზე ფოკუსირებით მოითხოვონ, ე. წ. შედგენის ფუნქცია კი, მაგალითად, ონლაინ პოსტის შექმნის საშუალებას მოგცემთ. ბრაუზერი გთავაზობთ კონკრეტული ვებგვერდები ისე მოირგოთ, რომ თქვენთვის საუკეთესო გამოცდილებაც შეიქმნათ… 

და თუ თავადაც გსურთ, გამოცადოთ ახალი Bing-ის შესაძლებლობები, მისი დესკტოპ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მასზე წვდომისთვის ჯერ მომლოდინეთა რიგებში უნდა დარეგისტრირდეთ…

შექმნეს მცენარეული თევზი, რომელსაც ნამდვილის გემო აქვს

„სიყვარულით, უდიდესი ქეშბექი” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ვალენტინობის აქციას იწყებს