in

Microsoft „სიკვდილის ლურჯი ეკრანის“ ფერს ცვლის

Microsoft-ის სიკვდილის ლურჯი ეკრანი (BSOD) ხომ იცით, ერთი წლის წინ ყველასთვის ცნობილი CrowdStrike-ის გლობალური ტექნიკური პრობლემით რომ გახდა… მალე ეს წარსულს ჩაბარდება, რადგან ახალ დიზაინს ქმნიან, რომელიც შავ ფერში უფრო მინიმალისტურად იქნება წარმოდგენილი. 

BOG
BOG

ჩვენ განვიხილავთ ახალ, უფრო გამარტივებულ ინტერფეისს მოულოდნელი რესტარტებისთვის, რომლებიც უკეთ შეესაბამება Windows 11-ის დიზაინის პრინციპებს და მხარს უჭერს ჩვენს მიზანს, რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ მომხმარებლები პროდუქტიულობის ფაზაში. ვამარტივებთ თქვენს გამოცდილებას ისე, რომ ეკრანზე ტექნიკური ინფორმაციაც შევინარჩუნოთ, — განმარტავენ Microsoft-ში. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა BSOD-ში მას შემდეგ, რაც მაიკროსოფტმა იგი სევდიანი სმაილით Windows 8-ის ეკრანზე შემოგვთავაზა. ახალი დიზაინი კი ახლა უბრალოდ გვეუბნება: Your device ran into a problem and needs to restart.

როგორც ვიგებთ, Microsoft-ს BSOD შავ ეკრანად Windows 11-ის სატესტო ვერსიებში 2021 წელსაც გადაუქცევია, მაგრამ რატომღაც კომპანია კვლავ ლურჯი ეკრანის ერთგული დარჩა. თუმცა, ახლა ახალი BSOD Windows 11 24H2-ის არსებულ ვერსიაზე გამოვა… 

მანამდე კი მისი გამოცდის შესაძლებლობას Beta, Dev და Canary Channels მოგცემთ, თუმცა, სატესტო ვერსიაში, შავის ნაცვლად, მწვანე ეკრანი დაგხვდებათ მანამ, სანამ ეს განახლება საბოლოო სახეს მიიღებს. 

5 გზა ფოკუსირებისთვის

„მუსიკა არის ის, რისთვისაც არ მენანება დრო, ენერგია და ემოცია” – გიგი სარჯველაძე